Friday, December 9, 2011

მე გამოუსწორებელი მიზანთროპი .. ?



*მე აღარ ვუყურებ საშინელებებს
*მე აღარ მოვუსმენ როკს 
*აღარ ვახსენებ ნარკოტიკს _ ნარკომანებს და ოპიუმს 
* აღარც ვინატრებ ვიყო განსხვავებულზე მეტად განსხვავებული
*აღარ დავიწყებ წუწუნს ,რომ მინდა ტატუ , პირსინგი და მწვანე თმები
*აღარ დავწვები ღამე გვიან
*აღარ ვისაუბრებ ჟარგონებით
*მე დავიწყებ იმის ჭამას რაც სასარგებლოა
*მე უფრო მეტს ვიმეცადინებ
*დროზე ვუპასუხებ ტელეფონს
*დავსერიოზულდები
*გავსწორდები ბეჭებში
*ყველა ნაცნობს ვეტყვი ”გამარჯობას” 
*ვივლი ქორწილებში/დაბ.დღეებზე/გასვენებებში 
(საკუთარ თავთან წარვადგენ საკითხს , რომ შეიძლება გრავიტაციას დამორჩილდე)
*მე ჩავიცვამ ხოლმე კაბას
ვუღალატებ კეტებს
*დავსახავ მიზნებს
*ვიფიქრებ რეალიზმზე
         შესაძლოა (უფრო სწორედ დარწმუნებული ვარ) ზოგი თქვენგანი ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ,რომელიც ახლა გამაჩნია ნაკლად მიიღებთ .
ეს რეკონსტრუქცია ბევრს უნდა მოხდეს ჩემში !!
აი მე კი ამის არანაირი სურვილი არ გამაჩნია 
(-და ვაი ჩემ პატრონს , რა მეშველება ?!
-მე ვიცი რომ არაფერი მეშველება და ამ ფაქტს შეგუებული ვარ .. )) თქვენ იკითხეთ უგნურნო)
ეს არ არის ჩემი აღსარება
მინდა ის უმცირესობა , ვისაც ამ თვისებების (რაც ახლა გამაჩნია) გამო ვუყვარვარ , დავამშვიდო რომ არ დავკარგავ იმას რაც მე მეკუთვნის . რითაც ვარ განსხვავებული და ბოლოს ბუნებრივია უვარყო ის რაც თავიდან სარკასტულად დავწერე 
მე არ შევიცვლები (მაინც წაუბანალურებს ეს დასასრული)


”იყავით ჩემი ადვოკატი ღმერთთან ”

No comments:

Post a Comment