Wednesday, December 21, 2011

დუმილის უფლებით ვსარგებლობ

დილა მშვიდობისათ ჰენრი !!
დასვენება არ გაწყენდათ .
მე ახლა პრობლემები მაქ , პატარა /დიდი პრობლემები , იცით თქვენი გადასახედიდან ეს შეიძლება არც იყოს სერიოზული და გულთან მისაახლოებელი სიტუაცია . თუმცა ეს მხოლოდ თქვენი თვალთახედვის არედან . ძალიან მკაცრად ნუ გამნსჯით თუ მე ზედმეტად ვახურებ ჩემით .
მე ახლა მხოლოდ ამნეზიას ან პატარა კომას ვნატრობ. აი _სხვადროს _სხვა ვითარებაში მე სიკვდილზე დავფიქრდები / დავფიქრდებოდი ..
თუმცა რატომ მივაკითხო ჩემი ფეხით , სუიციდის ერთერთ ქილერს რომ გამასაღოს (ნებითა ჩემითა , რომელჳ არს) როცა გალაქტიკაში ყველაზე დარწმუნებით (%)მხოლოდ ვიცით სიკვდილი არ გაგვმაზავს . შეიძლება ეს კონკრეტულ სიტუაციაში ასე მიმზიდველი ჩანს თუმცა , რავიცი იქნებ იქეთ უარესი მელის (შეჩვეული ჭირი მირჩევნია _შეუჩვეველს) 
ვინც იქედან ”კლინიკური სიკვდილით” მოაბრუნეს და აქ თვალი გაახილა , როგორ ფიქრობთ ჰენრი იქ მართლა ასეთი კარგია , როგორც აღწერენ ? 
თუ მართლა ასეთია იქ , აქ რა ჩემი ფეხები აჩერებთ მაშ ?!
მე შეიძლება ვიყო გარდატეხის ასაკში მყოფი თინეიჯერი რომელსაც ათასი იდიოტური აზრები უმუშავებს ტვინში ..

მაგრამ , შესაძლებელია მე მომავალში იუპიტერზე სიცოცხლისნიშანწყალი ვიპოვო _ ჩემის შეწირვით 
იცით ჰენრი მე მიზნებს არ ვსახავ ცხოვრებაში . საერთოდ რა მინდა , რატო მინდა და რა ჩემი საქმეა ?
(არადა ყველა ასეთ გაურკვევლობაში ხართ)
მე რომ რამე ჩავიფიქრო და ის არ ავასრულო , ხომ წარმოგიდგენიათ ჰენრი ჩემ პესიმიზს როგორ მოემატება იმუნიტეტი .. რა არის იმაზე ბანალური როცა ერთხელ დამარცხებული ხელს იქნევს .. ამიტომ მე სულ არ მინდა შევეჯიბროს რამეს და მითუმეტეს ჩემივე ბედისწერას ..
ჩემთვის ვიქნები , მხოლოდ გადასახადები და ნაბიჭვარი სიკვდილი შემაწუხებს 
თუმცა ყველაფერს აქ დასასრულიო თქვით და ეს სიკვდილი თვითონ როდის უნდა ჩაძაღლდეს ???
და მოიცა მე რა შემატყვე ჰენრი რეინკარნაციის მომხრის ?!
ყოველთვის გექნებათ პასუხგაუცემელი კითხვები , _ კითხვები რომელზეც ზოგს თუ ვერც გაიგებთ დაიკიდებთ ... და ალბათ ჩემს აზრებზეც გაგიჩნდათ შეკიტხვა 
:რას ხლართავს , ნეტა თვითონ თუ წვავსო: 
ჩემი პრობლემებით დაწყებული საუბარი როგორ გადაიზარდა ისევ ბანალურ_სარკაზმში
იცით ჰენრი თქვენ ვერასდროს გაიგებთ ნიუტონს ვაშლი რატომ დაასკდა თავზე 
თქვენ გგონიათ თვითონ გაიგო ?
და ბოლოს არ ჩანს აზრი ამ ყველაფრის .
გაიცანით ჰენრი ბურჟუაზიავ , ჩემი უშრეტი ფანტაზიის ნაწილია , მე რომ წავალ ამას დავტოვებ / დაგიტოვებთ რომ გააგრძელოს ჩემი დაწყებული ძებნა თავის დამკვიდრებისა (როგორიმზრუნველივარ)
(ახედეთ ჩემი ბლოგის სათაურს და ყველაფერს მიხვდებით)



No comments:

Post a Comment