Friday, November 2, 2012

In their thoughtless ways*



მე სველი ნოემბრის საღამოებში თითები მეყინება და ლამპიონების ქვემოთ გამხმარი ფოთლების ხმა მესმის , კედებით როცა ვაბიჯებ. 
აღარ მიზიდავს მოგონებები და ცრემლნარევი სინანულები. 
*დაძაბული ვენები საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებიან. 
არა მე საერთოდ არ მინდა პროფესიული წარმატებები და კარგი აკადემიური მოსწრებები.
რომ გგონია საბოლოოდ ერთ აზრზე დახვედი "ეს ყველაფერი რაც არ უნდა დროებითი და ჩემთვის ჟანგბადივით საჭირო იყოს , ამად არ მიღირს" 
ამ დროს რაღაც ძალა (ფიზიკოსმაც რომ არ იცის) მოდის ზემოდან და პოლიეთილენის პარკით მგუდავს.

მე ვდაგავრ თეატრის წინ , მწვანე განათების ქვემოთ და ამ ვექტორულად მიმართულ ძალას წინააღმდეგობას არ ვუწევ რომ გამგუდოს.
არც შენი, არც ჩემი 
1) გამიმართლებს და მხოლოდ პესიმიზმს და სიზარმაცეს გაგუდავს ჩემში
2) გამიმართლებს და ამათთან ერთად მთლიანად გამგუდავს 
ან 3) არცერთი პასუხი არ არის სწორი

მე და ნოტრდამმა გუშინ გადავწყვიტეთ დაბადებისდღე ერთად გადავიხადოთ
სტალინთან ერთად 18_ში.
ტიბეტელმა ბერმა კიდე თქვენი ჭირიც წაუღია , 21_ში ჰო იცით რაც მოხდებაო.

მე შენ ქვესკნელშიც ჩამოგყვები , თუ მეცოდინება რომ იქ მიზნებს არ გადავუხვევთ და ერთად ვიბრძოლებთ სამოთხეში დასაბრუნებლად. არც ცინიკურად დავიწყებ ხოლმე შენს გაკიცხვას , სრულყოფილება თავგადასავლების გამო რომ დათმე.

ჩასაქნევად გამზადებულ ხელზე შემპირდი რომ მარკერით ისევ დამახატავ უსასრულობის ნიშანს. 


მომავალში კოცონთან რომ დავჯდები და წარსულის გასახსენებელი სიტუაცია შეიქმნება , მრავალმნიშვნელოვანი სახით დავიწყებ თუ როგორ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღებ. ეგ მერე ჰო და ახლა რა ჯანდაბა ვქნა ჰენრი ?! 
ახალშეღებილი შენობების წინ ისევ დავდგები ხოლმე და საღებავის სუნით დავტკბები.

ახლა ჩიხში ვარ. მაშინაც ჩიხში ვიყავი და მაგიტო ვერ ვთქვი თანხმობა.
ხვალაც ვიქნები ჩრდილით მოფენილ ჩიხში და მე ვიტყვი უარს.
მერე თითქოს სხვა იყოს დამნაშავე მე ვიტყვი რომ ცხოვრებამ არ მომცა შანსი )) 

დაფარე ტრაგიზმი ნისლით კატერინა.
იდეალურობის მთავარი იდეაც ხომ ისაა რომ შენ ვერ უნდა ჩაწვდე.
როცა ჩაწვდები მერე უკვე სხვა დრო , სივრცე და გეოგრაფიული მდებარეობა იქნება.
კობეინი არ მომკვდარა , უბრალოდ სიგარეტის მოსაწევად გავიდა.



No comments:

Post a Comment