Tuesday, March 13, 2012

უფრო ამაყი ვიდრე ვიყავი და უფრო თავმდაბალი მომავალში

წავალ რომ სივრცეში დავიკარგო
რომ წავართვა სხვას ბედნიერება
ავხედავ ცას .... უსაზღვროდ დიდ ცას 
სავსეს სიცარიელით
მე მწვანე ფერის თმას ქარში გავიშლი
სულს შევუბერავ სხვების სიცოცხლეს 
როგორც ბაბუაწვერას
პესიმიზმს და ოპტიმიზმს ჭადრაკში შევაბრძოლებ
სამყაროს მოვთხოვ ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადოს 
დავსახავ არაორდინალურ / შეშლილ მიზნებს 
რომლებსაც მერე მიზანშეწონილად არ გავაკეთებ
მოვუსმენ სიჩუმეს
გავცურავ სიღრმეში შიშველი


(მდუმარე კოსმოსი , სადაც იშვიათად თუ გაისმის პლანეტების ორბიტაზე ტრიალის ხმა)
ისევ ისეთი არაფრისმთქმელი კომბინაცია
მეთვითონაც არვიცი მინდა თუარა ვიყო a girl who lost her mind 
მე რომ ვუყურებ ამ დროის ხაზს , არ მიჩნდება სურვილი მოვეკიდო გაგებით ამ ყველაფერს
სხვათუარაფერი ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება რომ რაღაც ისე არარის 
(Sit back and watch the world explode)

ერთი შეხედვით კი ჩანს რომ იგივე ატმოსფეროში ვარსებობ 
იგივე ლანდშაფტებს ვუყურებ 
ეგოიზმმა როდის მაჯობა ვერ ვიხსენებ
-ამის მერე რა იქნება ?
ისევ ისე მოიკითხავენ ერთმანეთს და დალევენ ყავას სიგარეტთან ერთად 
რამე რომ იცვლებოდეს მსოფლიო ეხლა მე აქ არ გამაჩერებდა 
დავამტვრევ ყველა საათს 
(არ ვარ საზოგადოებავ ნარცისიზმით შეპყრობილი)
და ბოლოს შველას ვთხოვ მას !





1 comment:

  1. ვულკანური ლავა-შემადგენლობა ემოცია..
    სიჩუმის მოსმენა და კოსმოსი მეცნო!! : )
    და მაინც, ამით რისი თქმა გინდოდა?
    პ.ს მე მომწონს შენი პასაჟები და ვიმედოვნებ შამათს პესიმიზმსაც და ოპტიმიზმსაც ეტყვის...რეალობა

    ReplyDelete