Friday, November 2, 2012

In their thoughtless ways*



მე სველი ნოემბრის საღამოებში თითები მეყინება და ლამპიონების ქვემოთ გამხმარი ფოთლების ხმა მესმის , კედებით როცა ვაბიჯებ. 
აღარ მიზიდავს მოგონებები და ცრემლნარევი სინანულები. 
*დაძაბული ვენები საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებიან. 
არა მე საერთოდ არ მინდა პროფესიული წარმატებები და კარგი აკადემიური მოსწრებები.
რომ გგონია საბოლოოდ ერთ აზრზე დახვედი "ეს ყველაფერი რაც არ უნდა დროებითი და ჩემთვის ჟანგბადივით საჭირო იყოს , ამად არ მიღირს" 
ამ დროს რაღაც ძალა (ფიზიკოსმაც რომ არ იცის) მოდის ზემოდან და პოლიეთილენის პარკით მგუდავს.

მე ვდაგავრ თეატრის წინ , მწვანე განათების ქვემოთ და ამ ვექტორულად მიმართულ ძალას წინააღმდეგობას არ ვუწევ რომ გამგუდოს.
არც შენი, არც ჩემი 
1) გამიმართლებს და მხოლოდ პესიმიზმს და სიზარმაცეს გაგუდავს ჩემში
2) გამიმართლებს და ამათთან ერთად მთლიანად გამგუდავს 
ან 3) არცერთი პასუხი არ არის სწორი

მე და ნოტრდამმა გუშინ გადავწყვიტეთ დაბადებისდღე ერთად გადავიხადოთ
სტალინთან ერთად 18_ში.
ტიბეტელმა ბერმა კიდე თქვენი ჭირიც წაუღია , 21_ში ჰო იცით რაც მოხდებაო.

მე შენ ქვესკნელშიც ჩამოგყვები , თუ მეცოდინება რომ იქ მიზნებს არ გადავუხვევთ და ერთად ვიბრძოლებთ სამოთხეში დასაბრუნებლად. არც ცინიკურად დავიწყებ ხოლმე შენს გაკიცხვას , სრულყოფილება თავგადასავლების გამო რომ დათმე.

ჩასაქნევად გამზადებულ ხელზე შემპირდი რომ მარკერით ისევ დამახატავ უსასრულობის ნიშანს. 


მომავალში კოცონთან რომ დავჯდები და წარსულის გასახსენებელი სიტუაცია შეიქმნება , მრავალმნიშვნელოვანი სახით დავიწყებ თუ როგორ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღებ. ეგ მერე ჰო და ახლა რა ჯანდაბა ვქნა ჰენრი ?! 
ახალშეღებილი შენობების წინ ისევ დავდგები ხოლმე და საღებავის სუნით დავტკბები.

ახლა ჩიხში ვარ. მაშინაც ჩიხში ვიყავი და მაგიტო ვერ ვთქვი თანხმობა.
ხვალაც ვიქნები ჩრდილით მოფენილ ჩიხში და მე ვიტყვი უარს.
მერე თითქოს სხვა იყოს დამნაშავე მე ვიტყვი რომ ცხოვრებამ არ მომცა შანსი )) 

დაფარე ტრაგიზმი ნისლით კატერინა.
იდეალურობის მთავარი იდეაც ხომ ისაა რომ შენ ვერ უნდა ჩაწვდე.
როცა ჩაწვდები მერე უკვე სხვა დრო , სივრცე და გეოგრაფიული მდებარეობა იქნება.
კობეინი არ მომკვდარა , უბრალოდ სიგარეტის მოსაწევად გავიდა.



Monday, September 17, 2012

აჰასფერის დაგვიანებული მონანიება

ბარიუმის პეროქსიდი და თუთიის მტვერი.
მიზეზით/უმიზეზოდ , მთავარია უარყოფითად ხარ.
არარეალურიც ხომ ამ პლანეტაზე ხდება ?! 
ამ რაციონალურად მოწყობილ სამყაროში.
ეს არის ისეთი მსოფლიო , სადაც არსებობს სიტყვები : "სესხი" , "ბენზინი" , ''კოაბიტაცია". 
სადაც ცხოვრობენ დემოკრატები და ჰომოფობები

გეოგრაფიაში სმოგზე გაკვეთილებს ბოლომდეც ნუ ერწმუნებით.
დიდ ქალაქებში პრობლემების რიცხვი სტატისტიკურად მეტია და სწორედ ეს აისახება სმოგზეც.
ოღონდ აბსტრაქტულად.
ყველაფერ ნამდვილს უყვარს აბსტრაქტულად მოვლინება.
ზაფხულები მიდიან და ტოვებენ მოგონებებს. ჩემ შემთხვევაში ,გასული ზაფხულები პირიქით რაც მაქვს იმასაც მართმევენ.
ფეროტიპივით ხუნდებიან ახლანდელ დროში.

მსოფლიოს შეცვლის გულწრფელი სურვილი მხოლოდ ღარიბთა კლასიდან მოდის.
ერთი მთლიანობის დასაკუთრება კი იმედენად პრიმიტიულია " გავლენიან ნაბიჭვართა" მეტი ვერავინ მოიფიქრებდა.
აცადეთ ამ ხალხს ბოროტების სრულფასოვნად ჩადენა. 
იფიქრე ჯანსაღად, არასტაბილურ კლიმატში.
გაიარე ბერმუნდის სამკუთხედი.
ბუკინგების სასახლის წინ აგინე დედოფალს.
უბრალოდ აიღე შენი იოგები და დაარღვიე სოციალური სიჩუმე.
ფროიდს ლიბიდოსთვის მადლობა გადაუხადე )) 
დედამიწა პედოფილი აღმოჩნდა და ახლა ბავშვს ელოდება ასტეროიდისგან.!! 
ჩემი ფერადი ჩრდილით გამოვასწორებდი სიტუაციას ,თუმცა მოტივაცია და მელანქოლია მხევს გროტესქკულად უკან.
.ვუყურებ ღმერთს რომელიც კაკლის მაგიდასთან ზის და რაღაცას ინიშნავს ბლოკნოტში. 
რაღაც მძიმეს ვუსმენდი როცა ჩემთავს დავუბრუნდი და გავაცნობიერე რომ უნარშეზღუდულ ბავშვთა თავშესაფარში ვიყავი .
ოთახის შუაში ვაშლის ხე იყო დახატული.
23 მწვანე ვაშლი ეხატა.
არა ზუსტად ვიცი 23 იყო.
დავითვალე , ყურადღების გადატანა მინდოდა რამეზე რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო.
იმ წამს მე ვგრძნობდი ვალდებულებას ვენაში შპრიცგაყრილებზე , მკვლელებზე , "გავლენიან ნაბიჭვრებზე" . ზოგადად ათმცნებადარღვეულებზე.
ვაშლის ტოტზე ჩიტიც იჯდა მგონი. 
ყურსასმენები მეკეთა.
უემოციო მზერით ვათვალიერებდი იმ კედელს , როცა ვიღაც ბავშვი მოვიდა და ფურცელი გამომიწოდა (აი ფილმებში რომ ჩერდება კადრი ერთ მომენტზე) 
ფურცელს რომ დავხედე , პირველი რაც გავიფიქრე იყო " ფანქრების ფუნქცია თუ აუხსნეს ამასთქო". მერე გამახსენდა დალი რომლის ნამუშევრებას ახლაც ვერ სწვდებიან და ის ფაქტიც რომ ეს ბავში აქ ამ სიტუაციაში შემხვდა. რაც შემეძლო დადებითი შეხედულება გამოვხატე სურათზე, რომელზეც უკვე რა ეხატა მნიშვნელობა არქონდა.
ჩვენ ისტორიის არასასურველი შვილები ვართ.
ჩვენ ტოქსიკური ნარჩენები ვართ.
არაფერი იყო.არაფარი იქნება.
თუ ნიტროგლიცერინში ნახერხს ან ნატრიუმის ნიტრატს გაურევ დინამიტს მიიღებ.

Wednesday, July 4, 2012

რადიოაქტიური ატმო’სფერო’


დამთხვევები.
დამოღრუბლული ამინდები.
იმ დღეს ქუჩაში რკინიგზის მოპირდაპირე მხარეს მდგარ მიტოვებულ სახლს ვუყურებდი ინსპირაცია მომდგარი და ირგვლივ მოსიარულეები ჯერ მე შემხედავდნენ მერე შენობას. ვერც ვერაფერს მეუბნებოდნენ.
მინდოდა ჩემი და იმ შენობიდან გამომავალი გოთური ალების შეშინებოდათ. დაენახათ რომ მე იქ სილამაზე და ხიბლი დავაფასე.
იმათ რომ ცოდნოდათ მე ყოველ ღამე გამოუსწორებელ მიზანთროპად ვიქცევი და დილა დამცინავად მაბრუნებს ხოლმე რეალობაში.



მისტიკურად დავშორდები ხოლმე მიწას და ღამით ჩემთან შემომავალი არაამქვეყნიურ პეპლებთან ერთად დედამიწაზე ჯერ კიდევ შერჩენილ  უცნაურ ელფებს ვეძებ. they are inside us.
სასვე მთავრეობის დროს ჩემივე მალები მამტვრევენ.



სრულყოფილები და პითაგორას თეორიები ჩემთან ვერ მოვლენ , ეს მხოლოდ ვულგარულ ხალხს ახასიათებს , იმათ ვინც სხვების უკვე გამოკვლილს სწავლობენ , ციფრების და ფორმულების გარეშე ჩემი სამყარო მაცოცხლებს დამოწყენილობას არ მგვრის , თქვენი კი ლურჯად დაწერილი: 1, 2 ,3,4,5,6,7,8 და 9. მე 0 მიყვარს. მასზე გამრავლება გაყოფა სისულელეა_ო მასწავლეს და ამაში ჩემი თავი ვიპოვე. (ჩემს სიდიდეებში არც მოდაა და არც მედიანა. © 
ჩემმა აზრებმა და ინსპირაციებმა ყოველთვის უფრო მეტი იციან ვიდრე თქვენმა გარყვნილმა ფანტაზიებმა ... )))))
This is my unknow pleasure.
თქვენი რადიოაქტიური(სვასტიკიანი) ანგელოზი.
რადიოაქტიურ, ტოქსიკურ და მსგავს ნარჩენებთან კიდე ფრთხილად ბურჟუაზიავ .... ))))


Sunday, April 22, 2012

Except to my own pleasure zone




გულისრევამდე მისული ერთი დიდი გრძნობა
ნაგვის ყუთთან გამიჩერეთ _ უნდა მოვისროლო .
სხვისი ცივი , თეთრი ხელები 
ორაზროვანი დარიგებები რომ საკუთარ თავს უნდა მოერიო


მსოფლიოს მაგრად კიდია გექნება თუ არა სტაბილური ოჯახი / კარიერა (მომავალში)
გაწუხებს თუ არა ართრიტი 
ის მომენტი როცა რაღაც საშინელს ელი
ფაქტიურად მე ყველაფრის უსასრულოდ გართულება ვიცი
მეკარგება კონტროლის სადავეები 
რომ გრძნობ როგორ იცლება შენი სხეული სითხისგან და ემოციებისგან
არვარ გაღიზიანებული.კარგად ვარ. ცოტა დავიღალე ესაა მხოლოდ.
უბრალოდ თავისებური ბავშვები.
მერე რა რომ ჩემი აბტრაქტული სამყარო პარადოქსის პირასაა.
ჰო ვაღიარებ ჩემმა ჰიპოთეზამ არგაამართლა 
(აი გალაქტიკის შეცვლა პლაციბოთი რომ მინდოდა)
ორუელის სიტყვები ისევ გამაღვიძებს 
*ჩვენ შევხვდებით იქ სადაც სიბნელე არარის


წმინდა კლიმენტის ზარები ... აი ის შენ ჩემი სამი ფარტინგი რომ გმართებს 


amor platonicusით რომ ვარ ერთის / ორის მიმართ დაავადებული 


(-ჰმ.. ნაგვის ყუთთან ვერ მივედით ?! )


აცივდა.
ვიღაცას საკუთარი ფსიქოლოგია აუპატიურებს
იმ მარტივი მიზეზის გამო რომ აქ ყველა ბანალურად იბადება და კვდება , ზეციური ძალები უკვე ფიქრობენ საშვილოსნოს გაუქმებაზე 
დაგეგმილი / დაუგეგმავი ბავშვები 


ვიღაცის ფსიქოლოგიამ კი ვენების გადაჭრაც ვერ მოახერხა, სხვისი ცივი თეთრი ხელები ართმევს დანას 
(სულერთია მარტო წავალ ფრიდა კალოს გამოფენაზე სამოთხეში) 


ჰო ამაზე გამახსენდა იქ იცით როგორც უნდა მომაგნოთ .. )) 
 Bohemian Rhapsody მოგასწავლით გზას 


ეს ისეთი დროა ეიფორიაც კი პატენტდება 


ჰადესი დამპირდა აფროდიტესთან საქმეს ჩაგიწყობო 
(არა რა ერთი სენტიმეტალური საპნის ოპერა გამოვა ბერძნული მითოლოგიიდან) 


-აქ გამიჩერეთ 
ნაგვის ყუთთან მისულს ბევრი ესეთი გრძნობა დამხვდა ჩაყრილი ,
ბოლოს მაინც სინანული ვიგრძენი და უკან დავბრუნდი 
თითქოს ეს ყველაფერი არ იყო ,ნაძირალა ცამაც სულში ჩამაფურთხა და წვიმა დაიწყო 







Tuesday, April 10, 2012

Dreams watching each other narrowly*

ჩემიდან გამომავალი უარყოფითი მოლეკულები
რომლებიც არღვევენ განზომილებებს და სხვების მელანქოლიებს ეჯახებიან
ოცნებებზე ფასდაკლებებს ვეძებ 
სულ მინუსები მესმის ,
და აი მე ვიწყებ სიამაყეს ჩემი ნაკლებით
იმით რაც გამოსასწორებელია / გამოუსწორებელია
ღამით ჩემთან მორფევსი მოდის.
სხვებთანაც მიდის 
თუმცა ჩემთან სიზმრებს აცარიელებს 
ემოციებში მტოვებს შეგრძნებებს მოკლებული
თითქოს ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს.


იცი ჰენრი მე როცა ფანქრით ვწერ საშლელს არ ვხმარობ და თუ რამე არ მომწონს უბრალოდ ხაზს ვუსვამ 
(და ამაზე სარკასტულად მომახალეს რომ ჩემ სიზარმაცეს უკვე განშტოებები გააჩნია)
*ვულგარულობას ახასიათებს ყველაფრის გამარტივება.
პარადოქსი ისევე ჩვეულებრივად ითქმის როგორც : ანარქია და აპოკალიფსი,
სიტყვაა , ასოებით / ხმოვნებითა და თანხმოვნებით \ 
მომაბეზრებელი ხდება თანდათან ყველაფერი
ბანალური პრელუდიები.
ეს სარეცხთან ერთად გაფენილი სველი რომანტიზმები


ამსტერდამის ღამის ცაზე შემჩნეული ვარსკვლავი რომელიც ჩემთანაც ჩანს , თუ პირიქით ეს ვარსკვლავი იქაც ჩანს .
უკვე სტატისტიკურად დადგენილია ჩემი სუნთქვა და მალე გამოქვეყნდება ინსტრუქციასთან ერთად 
.მე ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე საკუთარი აზრების რაციონალურად განაწილება.
შეიძლება ისევ მოვხვდე ცუდ დროს ცუდ ადგილას .


ჩემი მუზებს კი რატომღაც არაორდინალური ქცევა ახასიათებთ.
ან თვითონ არიან არაორდინალურები


whatever 
ჩემ სტილს ვერ ვღალატობ 
*ამ უარყოფითების გამოშვებაში მარტო ჩემი ქვეცნობიერი ხომ არარის დამნაშავე ?
შინაგანი გაორება კიარა მე უკვე გასამება მაქ ,
ამდენი კრიტიკა კიდე უკეთესობის მოლოდინითაა გამოწვეული 
უკმაყოფილებით კიარა ღმერთმანი
(მეორადი ოპტიმიზმის ძაბვები) 
იმ ლივერპულელ ოთხეულს ისტორია ვეღარ შეცვლის 
(All my life, though some have changed
Some forever not for better
Some have gone and some remain )
ბიოლთან საერთოს დანახვა და ბერჯერსისეული ცნობიერება
ისევ შენი ხათრით ჩავიდენ ცოდვებს კობეინ
და ბოლოს თქვენთვის ყველასთვის ნაცნობია რომ ჩემი ფსიქიკა უფრო მეტად მწვანდება .. )) 


Tuesday, March 13, 2012

უფრო ამაყი ვიდრე ვიყავი და უფრო თავმდაბალი მომავალში

წავალ რომ სივრცეში დავიკარგო
რომ წავართვა სხვას ბედნიერება
ავხედავ ცას .... უსაზღვროდ დიდ ცას 
სავსეს სიცარიელით
მე მწვანე ფერის თმას ქარში გავიშლი
სულს შევუბერავ სხვების სიცოცხლეს 
როგორც ბაბუაწვერას
პესიმიზმს და ოპტიმიზმს ჭადრაკში შევაბრძოლებ
სამყაროს მოვთხოვ ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადოს 
დავსახავ არაორდინალურ / შეშლილ მიზნებს 
რომლებსაც მერე მიზანშეწონილად არ გავაკეთებ
მოვუსმენ სიჩუმეს
გავცურავ სიღრმეში შიშველი


(მდუმარე კოსმოსი , სადაც იშვიათად თუ გაისმის პლანეტების ორბიტაზე ტრიალის ხმა)
ისევ ისეთი არაფრისმთქმელი კომბინაცია
მეთვითონაც არვიცი მინდა თუარა ვიყო a girl who lost her mind 
მე რომ ვუყურებ ამ დროის ხაზს , არ მიჩნდება სურვილი მოვეკიდო გაგებით ამ ყველაფერს
სხვათუარაფერი ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება რომ რაღაც ისე არარის 
(Sit back and watch the world explode)

ერთი შეხედვით კი ჩანს რომ იგივე ატმოსფეროში ვარსებობ 
იგივე ლანდშაფტებს ვუყურებ 
ეგოიზმმა როდის მაჯობა ვერ ვიხსენებ
-ამის მერე რა იქნება ?
ისევ ისე მოიკითხავენ ერთმანეთს და დალევენ ყავას სიგარეტთან ერთად 
რამე რომ იცვლებოდეს მსოფლიო ეხლა მე აქ არ გამაჩერებდა 
დავამტვრევ ყველა საათს 
(არ ვარ საზოგადოებავ ნარცისიზმით შეპყრობილი)
და ბოლოს შველას ვთხოვ მას !





Monday, February 6, 2012

ვიჭრები თქვენს ფსიქოლოგიაში

დიაგნოზი დასმულია: -
რამდენი ათასწლეულია აქ ახალი არაფერი დაცემულა
თქვენ გაიარეთ ნეოლითის ხანა
გაიარეთ ქრისტეს შობა
შეხვდით ჯერ პირველ , მერე მეორე მსოფლიო წყვეტას 


ყველა_ფერი ჩვენს გარშემო ძველია , როგორც გამხმარი კოლიზეუმი 
გინდათ იცოდეთ სამყაროს საზღვრები სად სრულდება
ეგეც რომ დაადგინოთ , იმაზეც წავა დავა
იმასაც დაისაკუთრებთ
ახლოს დევნილებს დაასახლებთ
მერე ქარხნებს გახსნით და ასე ნელნელა გაცდებით ორბიტას
მე შემიძლია ვთქვა რომ გოგირდმჟავას ახალი ფორმულა აღმოვაჩინე / შევქმენი
ან სულაც ბერმუნდის სამკუთხედი აუღელვებლად/უხიფათოდ გადავცურე 
  რა აზრი აქ (?!) მაინც არ დამიჯერებენ 
იმის კი წამთ რომ დინოზავრები გადაშენდნენ 
მაინც გამოჩნდება ვინმე და იტყვის : - ამ სეზონზე წნევები დამჩემდა ან შიდსი გადამდები არ არის 
ისევ დაიცავს ვიღაც დისერტაციას , მერე ეიფორიაში მყოფს მხოლოდ სიტყვიერად გაამხნევებენ და რაიმე სტატუსს მიაკერებენ ... სხვა თუ არაფერი სიბერის ჟამს შთამომავლობას მოახვევს თავს ”ასე ვიშრომე და თავენ რა თაობა მოდიხართო !!”
გაიმართლებენ მშობლები თავს ”ეს მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის კარგი მინდა”
(და სხვათაშორის მთვარეზე ის ამერიკის დროშა გასარეცხია .. ))


ვერაფერს იტყვი .. 
კაცობრიობის მდარე თეოლოგიას არ ეშველა (დაგვალევინეთ სალხინო )
მოგვევლინოს ვინმე რომ დაამსხვრიოს ეთიკის წესები , როგორც ბერლინის კედელი
ისე ჩემი სუბიექტური აზრი მაინც ძველმოდურია :-
ამ ომებით , შავი ჭირით , კიბოებით და ჰეროინით კარგია რომ იხოცებიან !! 
რას იკლავენ თავს ამდენი აცრებით , წამლებით .. ჯერ ისედაც 7 მილიარდი ვართ და ეს გარდაცვალებები რომ არ იყოს, ჰო საერთოდ გადავცვივდებით
რაოდენ დიდი რიგები იქნება და კიდევ რამდენი მოხნავს ტვინს წესიერებით 
ნურც ნურაფერს იღონებთ გლობალური დათბობისათვის , უბრალოდ სიტყვიერად შეშფოთება გამოვთქვათ !! 
წარმოუდგენლად დიდი გასხვავებაა მალრბოროს გამო ფილტვის კიბოთი რომ მოკვდები , ვიდრე სახლში , მშვიდად შენთვის ძილში ნერწყვი გადაქცდეს და დაგახრჩოს .
მე ვამბობ რომ ჩვენს ირგვლივ გალაქტიკა მხოლოდ 3D დეკორაციაა .. 
აჰა .. ახლა სოლიდარობას ვუცხადებ ჯორდანოს და მიმწვით კოცონზე !!
ღრმად ვიჭრები თქვენს ფსიქოლოგიაში და კატაბალახას დავთესავ ჩერნობილში