Friday, November 25, 2011

’ვაფრინოთ’ სახურავიდან ქაღალდის თვითმფრი_ნავები



*აგური ერთერთი მასალაა რომლითაც უნდა ააშენო 
ცხოვრებას რით ვაშენებთ ?!*
ბანალიზმით 
მინდიზმი მომაწვა .. არა ბევრს კიარ ვითხოვ .. უბრალოდ დავხუჭოთ თვალები (ორივე) 
და წარმოვიდგინოთ : ჩვეულებრივი დღე , ნახევრად მოღრუბლული , ქუჩები ნახატებით სავსე
ვისაც რაც უნდა იმას რომ აკეთებს (არა ! რატო ? ქაოსი არ იქნება )
ზოგი ფიქრობს ,დგას იდიოტივით და  ცას უყურებს
ზოგი ჭამს 
ზოგი კითხულობს
ზოგი კოკაინს უკიდებს
ზოგი ფრანს უშვებს
ზოგი ვენებს იჭრის
არავინ მიდის და აჩერებს (”ანუ სხვის საქმეში კეხიან ცხვირს არ ყოფს”)
მუსიკას უსმენენ .. ნამდვილს ...


 არ წუწუნობენ დაღლაზე
ალკოჰოლს სვამენ და სადღეგრძელოს მაზავენ
თავისთვის იცინიან .. უმიზეზოდ ... 
კრემაციას ითხოვენ 
ქაღალდის თვითმფრინავს აკეთებენ და სახურავიდან უშვებენ 
ფერად ბუშტებს ხეთქავენ 
ზღვაში შედიან და ნეტარებით იხრჩობიან ... იხრჩობიან .. იძირებიან ... 
ამ სამყაროს ისე შევხედოთ როგორც დროებით დიასპორას .. საიქიოში კი მივემგზავრებით .. როგორც საქართველოდან პირდაპირი რეისი თურქეთში .. 
ჟურნალი და აიპოდი გავატანოთ მომაკვდავს (გზად რომ არ მოიწყინოს)
ზემოთ რომ სამყაროს ავღწერდი .. აი ისინი (ზოგნი) რომ გარდა_იცვლებიან არ ტირიან ... 
არც შავებს იცვამენ ... 
*ტრიალობენ თავბრუს დასხმამდე
*არ ითვლიან წლებს 
ომში ერთმანეთს ბროწეულებს ესვრიან ^__^ 
*ყვავილებს ახმობენ ! 
ყოველი ახალი დღით ცდილობენ .. ცდილობენ .. (რაც გინდათ ის ჩასვით მაგალითად ”დატკბენ დაბადებით” ან ”უფრო მეტი ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვან”)
-ასე ცხოვრება უაზრო იქნება ?!
-ჰო რავიცი ... შეიძლება იყოს კიდეც უაზრო და მალე მომაბეზრებელი თუმცა სიყალბე არ იქნება 
(მე ყველანაირად ვეცადე ეს ოფერი მიგეღოთ და დანარჩენი უკვე თქვენ და თქვენმა ნაოჭიანმა ტვინებმა მოწვან)
ისე მგონი ბევრს ვითხოვ თქვენგან ! 
ასეთ სერიოზულ საზოგადოებას როგორ უნდა ჰკადრო სახურავიდან ქაღალდის თვითმფირნავის გაშვება 





2 comments: