Thursday, November 10, 2011

სიჩუმეში ისევ მესმა პაციფისტის გოდება

სიჩუმეს ვარღვევ ურცხვად ... ჩემი ხმა რომ აღიზიანებთ ამით სიამოვნება მომდის
საათივით აწყობილი ცხოვრება რომ ექცევათ ...
მე ისევ ვუყურებ შუქნიშანს
მივყვები ტალღებს 
ვსვამ უშაქრო ყავას
ვუსმენ ფლოიდებს
კიდევ არ ვწევ ფარდებს
ვცდილობ შევიყვარო თოვლი 
და მე ისევ ”გადავცურავ ზღვას”  .... 
არაადეკვატური საქციელი ვლინდება ირგვლივ
(ცხოვრება ყველაზე მეტად იმათ ერჩით ვინც ირონიით უყურებს სამყაროს) 
კვლავ არ დაიღალნენ იმის მტკიცებით რომ ”მე ნიჭიერი მაგრამ _ზარმაცი ვარ”
მე რომ ვიღლები ეს სულ ცალ ფეხზე კიდიათ
შემეკითხეთ - როგორ ხარ ? 
უცვლელად გიპასუხებთ : - კარგად .. შენ ? (როცა უკვე ყელში მაქ ყოველივე მიწიერი)
ისევ პატივისცემით მოიხსენიებენ იმ ”ძალით ინტელიგენტ” ხალხს 
მათი სიყალბე ამჟავდა ...
არ ბეზდებათ მაღალ ქუსლიანები და გათხაპნილი წამწამები
ბანკიდან სესხს გამოიტანენ მხოლოდ იმის გამო რომ ახალი მანქანა აქვს სხვას და თვითონაც სურთ გაბლატავება ...
ყველაფერს დათმობენ რომ დიპლომი ედოთ თაროზე (მისაღებ ოთახში) ყველას დასანახად
დაისვენეთ .... 
თქვენ ეს დაიმსახურეთ ... 
საზოგადოება ხომ მეტისმედად მკაცრია თქვენს მიმართ !! (რაოდენ რთულია ყოველთვის ფორმაში ყოფნა და მოწესრიგებულად დგომა)
(დამისხით წყალი _ მწყურია )
იცით რა მომწონს ნარკომანში ? 
-რომ იძახიან თავს დავანებებთო და ვერ ანებებენ , საზოგადოება რომ ერჩით და კრიტიკით აღსავსე თვალებით უყურებენ .. შეიძლება ამბობენ კიდეც რომ არ ადარდებთ სხვისი დაწყევლილი აზრი ... მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ტკივათ 
მეჩიჩინეთ რას გადაეკიდე მაგათო 
შეცვლით ამით რამეს ? 
მაინც პატივს ვცემ განსხავებულებს , ლოთებს , გიჟებს , ნაბიჭვრებს .... იმიტომ რომ ისინი თქვენ არ გგვანან !!  ცოდვილები არიან და ამას არც უარყოფენ , გამოსწორება არ უნდათ 
არ ეშინიათ სიკვდილის და არ ეხვერწებიან მკვლელს დანდობას !! 
ახლა კი შეგიძლიათ ჩემგან თავი შორს დაიჭიროთ : ))) 
ზრდილობიანად დამშორდეთ .... ან გამოსწორება მოინდომოთ ...
ღმერთმანი როგორ მეხმარებით 
სიჩუმეში ისევ მესმა პაციფისტის გოდება (როცა მე ანარქიის მომხრე ვიყავ) 




No comments:

Post a Comment