Thursday, October 27, 2011

უცხოპლანეტელი _ მე

ესეიგი ეს გახლავთ BNG _დან თეგ თამაში ”მე უცხოპლანეტელი” 
(თეგ თამაშებში პირველად ვარ , დიდი სურვილი არ მქონია ადრე : )) 
ჩემს ბლოგს ქვია ”უსასრულობაში დაკარგული” , (ანუ სამყაროში დასასრული არ არსებობს)
ბევრ საკითხს განსხვავებულად ვუყურებ !! (ფრაუდ)
და მწამს რომ როგორც დედამიწაზე ისე მის გარშემო ბევრი ”უცხოა” (ჩვენგან განსხვავებით)
თქვენ რომ ”ზღაპრებს” ეძახით 
იმედია ასეცაა .. რადგან მარტო ადამიანების ყურება მოსაბეზრებელია (აჰამ ... ))
თან ეგოიზმიცაა ამხელა ტერიტორია მარტო ჩვენთვის იყოს გამოყოფილი 
გარეწრებისთვის !! 
ახლა კი ავღწერ მე რომ თქვენი მეზობელიპლანეტელი ვიყო ^^ 




თქვენ ენაზე მოგმართავთ ადამიანნო
მე (ჩვენ) ურანზე ვსახლობთ 
არც ისე ლამაზი ბუნება გვაქ .. სამწუხაროდ ყველა ”აივნიდან” თქვენი ”სახლი” ჩანს : // 
(ამიტომ ვერც იმას ვიტყვით ”სხვა ურანი სად არისო” ) 
სახელები არ გვაქვს 
ყველა ერთნაირია 


ნაცრისფერი (ტანით თითქმის გგავართ)
თქვენზე ყველაფერი ვიცით 
მე პირადად მეცოდებით

ისე რაღაც მომენტში თქვენი მშურს კიდეც ,არჩევანი გაქვთ ... გრძნობები რომელსაც ტყუილად ანიავებთ (ეს ისეა როგორც ”ნიჭიერი მაგრამ ძალიან ზარმაცი” ) 
როცა გინდათ მოკვდებით ___


სამაგიეროდ გშურდეთ _ ჩვენთან გამოცდები არ არიის !! 
არც შუშანიკისმაგვარი გვყოლია წარსულში : დ 



ნუ ჩამოსვლა რომ შეგვეძლოს თქვენთან მაინცდამაინც ვინჩესტერებით და ბომბებით ნუ დაგვხვდებით : ))) 
ბროწეულის წვენი მიყვარს მე (ეს ისე მაინც) 
ჰო და კიდე ციდან არ მოვალთ თუ წამოსვლა გადავწყვიტეთ !! 
ქვემოდან მოვალთ 
მიწიდან


ვინცობაა და მართლა ”ჩ”ამოვედით 
დიდი სურვილი მაქ ფეისბუქზე დავრეგისტრირდე და მეგობრებს კომენტარები ვულაიქო .. : ))) ეიფელთან ახლოს გადავიღო სურათი და ისეთი იმიტაცია შევქმნა თითქოს ხელში მიჭირავს (ირონია) 


კიდე გაგახარებთ , ვისაც აირჩევთ იმას თან წავიყვანთ (ცოტა ხნით რომ მოგაშოროთ) 


................................................................................................................................................................
ჰო და ბოლოს იმედია იფიქრებთ რომ მაგრად გავჭედე ^___^ (ამით მე იმათ მივუახლოვდები :დ თქვენ კიდე ცხონდით )) 







No comments:

Post a Comment