Tuesday, October 11, 2011

"ბუს ფოსტა" მომავალში !! (ანუ მე წარსულში)

საკუთარ არსებას მსურს მომავალში მივაწვდინო ხმა !! 
მივცე რჩევა და დავუწესო კანონები (იმედი მაქ მერეც ის დევიზი არ გაჭრის " წესები იმისთვისაა რომ დაარღვიო" :D )


* არ გაბედო და საკუთარ თავს შეურცყოფა არ მიაყენო "რა დებილი ვყოფილვარო " თორე წარსულიდან გადმოვალ და შენ კოშმარულ სიზმრებში ჩავჟანგდები
* არასოდეს გაეკარო ჰეროინს/კოკაინს/მარიხუანას და ა.შ (მაინც შენი თავი ვიყავ და ვიცი ნებისყოფა რა რიტმში გიმუშავებს !! ) 
*არ შეცდე და დასერიოზულება არ ეცადო (რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს ვინმესთვის !!" )
* ხანდახან მაინც გასწორდი ხოლმე ბეჭებში
* აიხდინე ოცნებისმაგვარი და გახეული სიმთვრალის დროს ზამთარში შუა ღამით ტბაში შედი (ოცნებებზე არ ძრახავენ ხოლმე ხალხს :D )
* შორი მანძილი მანქანით გაიარე და დრამინა არ დალიო (მაინც ცდად დარჩეს :D )


* არ მოგეშალოს სარკაზმის/ირონიის შეგრძნება 
* თუ რამე და (ამჩნევ რომ გასამართლება არ მოგიწევს) მაინც ციხე მოინახულე 
* გშურდეს იმ ხალხის ვინც (შენი) საყვარელი ჯგუფის კონცერტს დაესწრება (და მერე ლანძღე კიდეც საკუთარი თავი გამენძრია ... !)
* ბანალიზმის გეშინოდეს ყველაზე მეტად (ჰო იცი როგორი დამონება სძალუძს) 
* ერთხელ მაინც ჩაატარე სპირიტიზმის სეანსი 
* მიდი საბავშვო ბაღში და შეეცადე მთელი დღე დაჰყო (ესეც ცდად დავტოვოთ მოდი :D )
* ნარკოლოგიური ცენტრი !! (იმედია სკლეროზი არ გექნება და ჩაწვდები ამას) 
* მაინცდამაინც რასაც ხვდები რომ არ გამოგდის ნუ მიახტები (ამის თქმა არც მჭირდება დარწმუნებული ვარ ) 
* იმაზე ჰო იცი ამას რომ გეტყვი ?! ჰოდა მიაწექი რა :D 
* "სწავლა სიკვდილამდეო(თუ სიბერემდეო)" <-- არ ერწმუნო იქნებ მარადიულად ცოცხლობ და ყველაფერი რო იცოდე ჰო იცი .... 
* არ ეჩხუბო რა (უბრალოდ თხოვნით მოგმართავ) .. საკუთარ წარსულს ცალი თვალი გადაურე და წაიკითხე !! თავდებად მე დავუდგები : ))
* მოითხოვე კრემაცია
* დაწერე ანდერძი ირონიულად ^__^ 
* უშვი შეცდომები , შეცოდე , ისუნთქე , "ჩაეშვი დეპრესიის მორევში" , ინანე , ატკინე/იტკინე , შეაგდე სინდისზე , იტირე/ატირე და ასე იცხოვრე მარად ... ; ))) 
წადი გაიარე რა ... არ იქნები ყველაზე მაგარი , მისაბაძი მაგალითი ,
წარმატებული ზოგ რამეში , პატიოსანი , მართალი !! (და ბევრი დადებითი)
-განა სამწუხაროა ? არა რას ბრძანებ იამაყე ამით .. ასეც უნდა იყოს  ^__^


(ჰაჰ ... ვის ვატყუებ ?! რაც გინდა ის გიქნია (კისერიც გიტეხია) 
დარწმუნებული ვარ არცერთს (ამაზე მინდა ჩემი ახლობლები დავაიმედო რომ "მეორე პუნქტს არ გავაკეთებ !!!) არ გაითვალისწინებ : D )))

No comments:

Post a Comment