Sunday, September 18, 2011

ეს ცვაიგია (უნაპირო ჰუმანიზმი)

ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში_ ქ. ვენაში 1881 წლის 28 ნოემბერს

ვენის უნივერსიტეტში ის სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას . სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი ზიგმუნდ ფროიდი , რომელიც ასევე ცვაიგის მეგობარი და მკურნალიც იყო
შტეფანმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. 


 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ "ჯაჭვის" სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანესა, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი - სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი - კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს.


და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს
ამის მიზეზი კი ის იყო რომ წარმოშობით ებრაელი იყო
ამიტომ დატოვა ავსტრია
ცვაიგმა სულიერი სიმშვიდე ვერ ჰპოვა და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა




                                                                                          ციტატები
*ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში.
*როდესაც ერთობ სახელდახელოდ გინდა საათის რომელიმე გორგოლაჭი შეაკეთო, როგორც წესი, მთელ მექანიზმს მოშლი ხოლმე კაცი.
*იყო დიდი, ნიშნავს, მისცე მიმართულება.
*თუკი ტყუილი შემწეობას აღმოუჩენს სხეულს, ეს უკვე უბადრუკი სიცრუე კი არა, პირველხარისხოვანი წამალია.
”უცნობი ქალის წერილი :”
მწერალი შეკრთა : მოეჩვენა თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვა სამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაჰბერა . მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვა სიყვარულისა . მის სულში რაღაცამ გაანათა . მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო , როგორც შორეულმა მუსიკამ ....
”ამოკით შეპყრობილი”
ყოველთვის პირს ვარიდებდი როცა კი წინ შემოვეყრებოდი ხოლმე , რადგან მეშინოდა სახეზე არ შემტყობოდა , რომ მე უფრო მეტი ვიცოდი მისი ხვედრისა
....
ტალღებმა ნავსადგურში ნაპირზე გამორიყეს დაახლოებით ორმოცი წლის უსნობი მამაკაცის გვამიო ,-
საზოგადოების თვალში არავითარი კავშირი არ ჰქონდა რომანტიკულად აღწერილ შემთხვევასთან .ჩემს წინაშე კი , რა წამს ეს ძუნწი სტრიქონები ამოვიკითხე , გაზეთის ფურცლიდან მოჩვენებასავით წარმოსდგა უცნობის ფერმკთალი სახე და მთვარის შუქზე მოელვარე სათვალე 
”ქალის ცხოვრების ოცდაოთხი საათი”
არ მეგონა თუ ადამიანის სხეულის ერთი მოძრაობით ასე სრულყოფილად შეეძლო სასოწარკვეთილებისა და მოქანცულობის გადმოცემა 
...
მაგრამ დროს უდიდესი ძალა აქვს , სიბერე კი საოცრად ფასს უკარგავს ყოველგვარ გრძნობას
...
”მთვარის შუქით განათებული ქუჩაბანდი”
მაგრამ როდესაც ქუჩის კუთხეს მივაღწიე და უნდა გამეხვია , ერთხელ კიდევ მივიხედე უკან . ჩემი მზერა მისწვდა ზღურბლზე დაყუნცულ  კაცს . იგი წამოხტა და კარს მივარდა . ხელში ლითონი უბრჭყვიალებდა . შორიდან ვერ გავარჩიე ფული იყო თუ დანა , მთვარის შუქზე თითებშორის მუხანათურად რომ გაიელვა...
”უკვდავების ხიზანი ”
იელვებს ჯალათის მახვილი , თავი კუნძიდან ძირს მიგორავს და ერთ წამში საუკუნოდ ხუჭავს თვალებს ის , ვინც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა ნახა ჩვენი მიწის გარემომცვლელი ორივე ოკეანე
”მოუთმენლობა გულისა”
იმ საღამოს ღმერთი ვიყავი. სამყარო შევქმენ და ვიხილე რომ სიკეთითა და სამართლიანობით იყო აღსავსე . ადამიანი შევქმენ და შუბლი მისი ალიონივით ბრწყინავდა , ხოლო მის თვალებში ბედნიერება ცისარტყელას დარად ათინათებდა .
..
არავითარი დანაშაული არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს , ვიდრე მის გამო სინდისი გქენჯნის .
...
ცვაიგი იყო ერთერთი იმათთაგანი : სხეული რომ დატოვეს მაგრამ მაინც რჩებათ დიადი მწერლის სახელი 

No comments:

Post a Comment