Saturday, September 10, 2011

სამუდამოდ მიწაში გადასახლებულნი

ბოლო ჩასუნთქვა ამოსუნთქვა
და მან დატოვა სხეული
სული გაფრინდა
.... 
მოიცა , სტოპ ,  ... სადღაც მაქვს გაგონილი ესეთი დასაწყისი , თან დაობებულია
რაღაც სხვა მჭირდება !
აი ასე :
....
ყველა ყოველთვის ამ უკანასკნელზე [სულზე]
ფიქრობს
სად წავა , როგორ წავა
როცა უკვე მიჩვეულნი ვართ ჩვენს ყდას [ სხეულს ]
მაშინ გვაიძულებენ განშორებას
და გარსს მიწას ჩუქნიან
მაგრამ მიწამ რა მაჩუქა მე ?!!
ახლა ასე ნაგლურად უნდა გახრწნას
ნელა , მტანჯველად
ბოლოსდაბოლოს ცოტათი მაინც ხომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რამაც შემიფარა
ლამაზი იყო ეს თუ მახინჯი
სუსტი თუ მაღალი
საკუთარი ჩონჩხი რომ მიყვარს 
მგონი ეს დასაძრახი არ არის
თან მარადიულად ოთხ კედელს ვიქნები ჩაკეტილი


წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დამხედავენ ზემოდან .
საჭირო სიტყვებს მომიძღვნიან , ცრემლებზე მოისვამენ თითებს და დამემშიდობებიან  ისევ
....
მეზობლებიც კი სიტყვაძუნწი შემხვდნენ 
გვერდით ”აკლდამაში” თითქმის ერთი საუკუნეა ,ვიღაც მდიდარი კაცის ჩონჩხი ”ისვენებს”
გამარჯობასაც არ იმეტებს
ამას წინათ ახალი გადმოვიდა ”სანატორიუმში”
ჯერ კიდევ შერჩონოდა ადამიანური
გარსი ,
გვშურდა ყველას მისი
ჩვენი ახალგაზრდა გვამები გაგვახსენდა ^^
თან ლამაზად გაფორმებული ქვა დაუტოვეს 
ერთი_ორი მცენარეც დაურგეს ”ბაღში” ,
...
სხვებისთვის გადის დრო 
აქ უკვე დიდი ხანია შეჩერდა
სიჩუმე ირგვლივ ,
ამდენი მძინარე ”მზეთუნახავი”
განსხავება არაფერშია
აქ ყველა ერთნაირია
თანასწორია
უბრალოდ სხვადასხვა სახელი და თარიღი აწერია საფლავის ქვებს ......
ჰეი თქვენც ზემოთ მოსიარულევ 
ადრე თუ გვაინ დაგვეწვევით [დავეწვევით : / ]
და აი ასე მოგესალმებით
Welcome my dear skeletons in eternity  ^__^



4 comments:

  1. ძალიან მაგარიაა.. ჩემეული ♥

    ReplyDelete
  2. Apple pie _ მადლობა ^__^ გამიხარდა რომ მოგეწონა
    ამიერიდან მე შენი ბლოგის მკითხველი ვარ ♥♥♥

    ReplyDelete
  3. გაიხარე:* მეც შემოვიჭყიტები ხშირად შენთან..წარმატებები ^_^

    ReplyDelete
  4. ფეისბუქზე დამიმატე რა ^^

    ReplyDelete