Friday, January 6, 2012

ნეგატიური აზრები , სარკეში რომ ვერ დაინახავ



იმიტომ რომ არსებობს სიმძიმის ძალა _ შენ ვერ გაფრინდები (მერე რა რომ ფრთები არ გასხია)
შენ ვერ გაჩერდები წყლისქვეშ დიდხანს იმიტომ რომ არ ხარ თევზი 
მოგიწევს შეეგუო იმას რაც ხარ _რატომაც ხარ
შეგიძლია მოკლა / გაქურდო / ატკინო 
თუმცა სახეზე უკმაყოფილებას გატყობ ღმერთმანი 
ნუთუ შენი შესაძლებლობები არ გყოფნის ?!
აჰა მე მინიშნებას მოგცემ (მერე რომ არ დაიწყო თავის დაცვა)
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ისეთი რამ რაც არცერთ მეცნიერს არცერთ მკვლევარს არ დაუდგენია _ დამიჯერე ჯერ კიდევ არსებობს რაღაც , სადღაც  ,რასაც შენნაირი / ჩემნაირი ცოდვილი მოკვდავნი ვერ ჩაწვდებიან 

ბუნების კანონები ყველა თვითონ სამყარომაც არ იცის და შენ არავინ მოგთხოვს მათ დაზეპირებას 
გგონია მარტო შენ ებრძვი მარტოობას ?! 
იცი ამდენი ფილოსოფიური ფრაზა რატომ არსებობს ?!
ეს იმას ნიშნავს რომ სხვასაც / სხვა დროს ეგ გამოუვლია ... ისიც სიტყვიერად განუგეშებს და შენ ეძახე მერე "სათქმელად ადვილიაო"
მიდი დაისზმრე ის რაც შენ გინდა 
აბა ეცადე მთელი ცხოვრება სინქრონულად იარო 
(სარკეზე ჩემ გამოსახულებას ფრთებს მივუხატავ )
მე გპირდები მუდამ მშვიდი ხმით დაგელაპარაკები 
რითაც შენც შეგაჩვევ იოგების შერჩევას
შენ ისწავილი როგორ ჩაკლა ეიფორია სულში
არ გაქ უფლება ილაპარაკო კუსტურიცაზე როცა მისი ფილმებიდან კადრიც კიარ გინახავს
მოცარტი რომ გალანძღო ამას თვითონ საზოგადოება არ გაპატიებს
მე არ გიშლი დალიო ალკოჰოლი 
ამ დროს თავს კარგავ შენდაუნებურად 
არც დაგძრახავ თუ იარაღს შუბლს მიუშვერ 
შენ ამ ისტორიის პატარა ნაწილი ხარ ჩემთან ერთად რომ იქმნება
*შესაძლებელია 
(ბოლოს მე მხოლოდ იმას გპირდები რომ მწვანედ შეგიღებავ თმებს)

No comments:

Post a Comment