Tuesday, September 6, 2011

ვიქენდი ფსიქიატრიულში

სიცივემ გამაღვიძა.თვალები რომ გავახილე ,დაბნეულმა მიმოვიხედე 
გვიან მოვედი გონს და მივხვდი სადაც ვიმყოფებოდი 
ფსიქიატრიულის კედლებში 
როგორც ჩანს ღამდებოდა , დერეფნიდან პატარა ნათურის მკრთალი ნათება შემოდიოდა
გაბრუებული ვიწექი რკინის საწოლზე , განძრევაც კი მიჭირდა , ან როგორ გავინძრეოდი 
”გიჟების” ქამარი მქონდა შემოჭერილი წელზე
თვალები ისევ დავხუჭე და სარკასტულად გადავიხარხარე , ექოდ გაისმა დერეფანში :
-ისინი ფიქრობენ რომ მე ვარ შეშლილი ... 
უბედურებო მეცოდებით როგორ 
ყოველი თქვენგანი ჩემზე მეტად აფრენს ^^ 
საკუთარ თავებს არ უტყდებით ამაში .. ლაჩრებო .....!!!
ბოლო ხმაზე ვყვიროდი ამ სიტყვებს , სიამოვნებას მგვრიდა მათი გაკიცხვა


უეცრად თავმა დამიწყო ტკივილი , მთელი სახე დამეჭიმა .... ასე ვიყავი დაახლოებით 10 წუთი , შემდეგ :
ისევ გავახილე თვალები და აღმოვაჩინე რომ ოთახში მარტო არ ვიყავი . ერთ კედელთან ჩაკუზულიყო პატარა გოგონა [ დაახლოებით 12 წლის ] , ირონიულად მიცქერდა
მეც ირონიულად დავუწყე საუბარი :
- აბა როგორ გრძნობ თავს აქ ?? ვაიმე რა ცუდია სკამი არ არის , შენ ყოველთვის ისეთი თავაზიანი იყავი ^^ ცოტა უცნაური , მაგრამ საყვარელი გოგონა 
თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ ”საკანში” , თუმცა ეს ისედაც შენი საკანია , უფრო სწორად შენი მომავალი სამყოფელი ... მომავალი კი მე ვარ ... შენ ჩემი უბადრუკი წარსულის ინფერიუსი ...
გოგონა ადგა და კედელზე ცარცით რაღაცის წერა დაიწყო 
”მე გადმოვცურავ ზღვას ”
სითბო ვიგრძენი სულში , მივიწყებული გრძნობები გამეღვიძა , გამახსენდა ის დრო როდესაც ამას ვაწერდი კედლებზე ... ოღონდ იმ შემთხვევაში სახლის კედლებზე და არა ფსიქიატრიულის ფერგადასულ აგურებზე



- რამეს ნანობ ? აი მაგალითად იმას აქ რომ ხარ ? 
შემეკითხა საკუთარი წარსული 
- აქ ყოფნა ნამდვილად არ მომწონს , მაგრამ სინანულით არაფერს არ ვნანობ .. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს , უფრო ბევრს მივახლიდი პირში საკუთარ აზრს
დაე ვიყო აქ სულ ტყუილად 
მშვიდად ვესაუბრებოდი და იმ წარწერას ვუყურებდი
- ყოველთვის ფიქრობდი რომ ესე შეიძლება მომხდარიყო , აქ აღმოჩენილიყავი , მაგრამ რატომღაც ამის შიში არ გქონდა , ძლიერი იყავი და ხარ ... ახლა.... ახლა გეშინია რომ მთელი სიცოცხლე აქ დარჩები ? 
გოგონა აგრძელებდა კითხვებს
- მე... ?! კაი რა , ჩემი წარსული მაინც არ იყო , ხომ მიცნობ როგორიც ვარ ისტერიკას არ ავყვები , ეს მათხოვრები ჩემს ფსიქიკას ვერაფერს დააკლებენ , რაც არ უნდა მაყარონ წამლები ... და სხვათაშორის მეუბნებიან რომ აქედან ამ შაბათ_კვირის შემდეგ გამიშვებენ 
ჰაჰ , თავისი ჭკუით მაწყნარებენ .... მასულელებენ ცოტაც და თავისუფლებას დაიბრუნებო 
მთელი სიმწარე ჩავაქსოვე ამ სიტყვებში
- შენ ნამდვილად შეუპოვარი ხარ , გირჩევ აქ გამაგრდე და თავი არ დაუხარო ”ექიმებს ” .. 
შენ შეძლ ...
- ჰა ? არა რა ,როგორ მაოცებ .. ნუთუ 12 წლის ასაკში ასეთი გულისამრევი ვიყავი ... ვერ ვიტან ნუგეშს და გაცრეცილ ნა’ფ’ტალინდადებულ ფრაზებს ... დაახვიე ეხლა აქედან  
მოულოდნელად დერეფანში ნაბიჯების ხმა შემომესმა , ნელნელა უახლოვდებოდნენ ჩემს ოთახს ... ვიღაც ქალმა დაიწყო ლაპარაკი 


- ეს გოგონა 24 წლისაა , ასეთი ახალგაზრდა და აქ გამოკეტილი , ჩვეულებრივი ცხოვრება ქონდა , ნორმაულურად სწავლობდა , პატარა ნაწარმოებებს წერდა ... ბევრი ამბობდა მდიდარი ფანტაზია აქვსო , მუსიკაში ბევრი გაეგებოდა , პირდაპირი იყო ყველასთან , 
უცნაურად იცოდა საუბარი , ხშირად ჩაიკეტებოდა საკუთარ თავთან
მაგრამ ბოლო წლები ძალიან შეიცვალა , უფრო გაცივდა , სულ წერდა ოღონდ კრიტიკულად.... მარტო იჯდა და იცინოდა , საკუთარ თავს ელაპარაკებოდა , იძახდნენ მოლანდებებსაც ხედავსო , ბოლოს ქუჩაში ვიღაც კაცს დაესხა თავს და რაღაცას უაზროდ გაჰყვიროდა ... ამ ყველაფრის გათვალისწინებით აქ აღმოჩნდა , ეტყობა ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს , მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს და დიადს ასხივებს , შეუპოვარია .
ჩემზე საუბრობდა ეს ქალი , ნეტა ვინ უცოდინარს უამბობდა  ჩემს წარსულს :?!
აქამდე ჩუმად ვუსმენდი , მერე ვეღარ მოვითმინე და გავსძახე 
- მეგობრებო , ჩემზე ლაპარაკი არ მოგბეზრდათ ? შემოდით და მნახეთ , დაიკმაყოფილეთ ინტერესი , იცით აქ ჩემს ბავშვობას  გაგაცნობთ , უკვე ერთი საათია აქ დაყიალობს , შემიჭამა ტვინი უაზრო ბლადუნით ... კარგით კარგით ექიმო დაიკიდეთ ,ისადა მაინტერესებს აქედან როდის ”გამწერთ” ? 
- ეს 2 დღეც და ალბათ ... 
- აჰ , მართლა ? რა კარგია .... ეგ თქვენი აყროლებული ტყუილები ნაბიჭვრებო
- საღ გონება უბრუნდება ხოლმე ? . ჰკითხა ექიმს მხლებელმა
- კი ხშირად ... საღად აზროვნებს
მე რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ იქაურობას მოშორდნენ , სამაგიეროდ მივაძახე
-გამომიარეთ ხოლმე , ჩემ მომავალ გეგმებს გაგაცნობთ , მაგალითად რომელი დანით ვაპირებ თქვენს დაკაწვრას ^^ ნაბოზრებო
გოგონა ისევ იქ იდგა. ჩუმად მიყურებდა , კმაყოფილი იერით
- შენ კიდე აქ ხარ ? მოძუძგე ეხლა ... ირონიული თავაზიანობით მივმართე
ისევ თავის ტკივილი .... მთელ სხეულში დამიარა სიცივემ , გავითიშე...........
გონს რომ მოვედი , ოთახი ცარიელი იყო . მახსოვდა წეღან რაც ხდებოდა ,
მივხვდი რომ ახლა საღი გონებით ვაზროვნებდი . გავბრაზდი იმათზე ვინც წამლებს მასმევდა ,სულ ამის ბრალი იყო ჩემი მოჩვენებები .
სევდა მომერია და ცრემლი წამომივიდა , 
ნუთუ მართლა აქ იყო ჩემი სამყოფელი 
მე მომწონდა საკუთარ თავთან საუბარი , 
განა დანაშაული იყო ის ფაქტი რომ რაღაცეებს ვხედავდი ? მხოლო მე 
იმ ჩათლახ კაცსაც ქუჩაში იმიტომ დავესხი თავს რომ დამნაშავე იყო !!
 ... ჩემი არ ჯერათ 
მე გიჟად მთვლიან . ყველაზე ცუდი კი ის არის რომ გულის სიღრმეში მეც ასე ვფიქრობ
რაღაც შეცდომა დავუშვი და ალბათ ამისთვის ვისჯებოდი აქ
აზრები , ერთმანეთს ცვლიდნენ ... გარეთ წვიმა დაიწყო . 
შეშლილი არსება ამ ოთახში იწვა და ასევე გიჟურ ფიქრებს მისცემოდა 
ელვამ დაიჭექა და ოთახი გაანათა თეთრად , ამ დროს იმ კედელზე წარწერა დავინახე 
”მე გადმოვცურავ ზღვას” 
გაოცებისგან გავფითრდი 
ახლა ხომ მაინც ვიყავი სრულ ჭკუაზე , რატომ ვხედავდი ისევ ამას ... ეს ხომ ჩემმა წარსულმა მიჯღაბნა 
ახლა ჩემს არსებაში ორი სტიქია ებრძოდა ერთურთს ..... არაამქვეყნიური , რეალობას გამცდარი და რეალური , ნორმალური ... 
ამ ბრძოლაში კი ალბათ პირველმა გაიმარჯვა 
არ ვარ ჩვეულებრივი , საყვარელი , ნიჭიერი და წარმატებული გოგონა :/ :/ 
ასეთი ბედი ამომივიდა ”ქინდერში” ^^
ამიტანეთ ისეთი როგორსაც მხედავთ , ნუთუ ასე გამძიმებთ ?!
ყველანი ერთნაირები ხართ , მე მგავხართ , ოღონდ მე კარგი მხირით ვაფრენ ^^ აი უკვე ვაღიარებ !!! მომბაძეთ _ და Respect me B-) 
დაე ასე იყოს !
დავნებდი 
მე გიჟი ვიყავი ამ სამყაროსთვის : ))))))))

5 comments:

  1. ძალიან საინტერესოა!!! მომწონს <3 ეტყობა რომ შენი სულის ნაწილი გაქვს ჩაქსოვილი ! და ასევე მხატვრულიაა.

    ReplyDelete
  2. me me es dzaan momwons dzaaaaaan !! kathes uyvarxar katherina :)) :*** ❤ ❤ ❤ !!

    ReplyDelete