Monday, September 5, 2011

ტანჯვის სიმფონია

-რას ნიშნავს ნამდვილი ტაჯვა ?
-როცა რაღაც გტკივა.. რომ კვდები , როცა საშინლად გცივა
-ეს არის თქვენთვის ტანჯვა ? 
-აბა მეტი რა უნდა იყოს ? ოო ეხლა სულიერებაზე არ დაიწყო ბოდიალი , ვინმეს დაკარგვით გამოწვეული და ა.შ ..
- აჰ , ესეიგი შენი შეხედულებაა ესაა ... მაგრამ :-
ნამდვილი ტანჯვა ჯერ არავის გამოუცდია ! ნამდვილი ტკივილი , 
მოკვდავისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ის იქნება თუ მას წაართმევ ოცნების უფლებას , [ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ დაულომბარდებ] 
ოპტიმიზმს ჩაუკლავ არსებაში 
იმედის გრძნობა მისთვის უცხო იქნება 
ავიღებდი პანდორას ყუთს და იქ არსებულ უბედურებას გავათავისიფლებდი ....
ის დაიმკვიდრებდა ადგილს ჩვენს ახლოს 
შიგ დარჩენილ ბედნიერებას მაცივარში შევინახავდი  ”მათთვის” რომ არ გამიფუჭდეს ...
როცა ერთ დილას გაიღვიძებს ადამიანი და ნახავს ,რომ რაღაც შეიცვალა , რაზეც ძილის წინ ფიქრობდა სადღაც აორთქლდა , ახსოვდა რომ რაღაც კარგს გეგმავდა , მაგრამ ეს ”კარგიც ” უკვირს როგორია
იმედია არ ააქვს რომ რამეში გაუმართლებს 
ირგვლივ ომი , კატაკლიზმები და შავი ფერებია ...
ასეთ სიტუაციაში მე გინდობთ თქვენ და გიტოვებთ ”სიყვარულს” , მაგრამ საეჭვოა ბევრი ჩაეჭიდოს ამას 
ძნელიც იქნება , მარტო სიყვარულზე ვერ იფიქრებ როცა ბედნიერების არსებობის აღარ გწამს

მოკვდავის ფსიქოლოგია თავდაყირა დადგება [ ჯერ ისე რა დღეშე აქვთ :დ 
ერთმანეთის ხოცვას დაიწყებენ 
სუიციდები გამეფდებიან
არსაიდან დახმარება
სიცივე 
შიმშილი
პარადოქსი
სარკეში არეკლილი სიმახინჯე
დრო ააჩქარებს ნაბიჯებს
და მე ამ ჟამს გთავაზობთ ამ სიმღერაას ^^ 

მომღიმარს ვერავინ ვერავის დაინახავს 


ნარკოტიკიც რათქმაუნდა უძლური იქნება ! [ეს დადებითია]
ყველგან შიში.....
და ეს იქნება ყველაზე დიდი ტანჯვა
გამოუცდელი
გაყინული უდაბნოები
აქამდე არარსებული

ქაოსი და ანარქია
ამ დროს უნდა გადაიღო სურათი ^^ 
მერე დააფასებენ ”ისინი” წარსულს ,
იმ დროის დაბრუნებაზე შეეცდებიან ”იოცნებონ” , მაგრამ როგორ :? 
ეს მათ ფუნქციებში ვიღაცამ დაადილეითა ; / 

-ეს არ არის შეფერადებული [ჩემი თვალით დანახული] აპოკალიფსი 
 და არც მე ვარ ღმერთი 
თუმცა  გაგიმართლათ [ევრიკა]არც ასეთი ბოროტი ვარ  ; ))) ^^
არ დაგავიწყდეთ მაცივარში დესერტია ^^ 
გარკვეული პერიოდის შემდეგ [თუ დარჩა გადარჩენილი ვინმე]
მე გამოვიღებ ბედნიერებას და გავათავისუფლებ ტყვეობისგან , დაე თავისუფალი იყოს და 
სხვასაც მოუტანოს ნეტარი ყოფა
დალომბარდებულ ოცნებებს , სამართლიანად დავარიგებ [ძალიან ცოტას ]
დანარჩენს .....
წამიერ გაელვებაში , როგორ მოულოდნელადაც ჩამოღამდა ისე მოულოდნელად განათდება [დენი მოვა ^^]
ნამდვილ მსხვერპლს ავუნაზღაურებ ზარალს ... ; ]]]
მათ არსებაში ამ პერიოდს უბრალოდ კოშმარულ მოგონებად დავტოვებ , ჭკუის სასწავლად
რომ დილით მზის ამოსვლა გაუხარდეთ
იმედით იარსებონ
ბედნიერნი იყვნენ იმით რომ უბრალოდ შეუძლიათ ოცნებები ,
მიზნები დასახონ 
და თუ არ ახდება , გოდება არ დაიწყონ 
ფულის რეიტინგმა დაიწიოს 
გაიაზრონ რომ სიამოვნება პატარა რამემაც კი შეიძლება მოგგვაროს ....
ღიმილი არ დაინანონ 
ასე რთულია ეს ყველაფერი ?!
 ; )))))))))



No comments:

Post a Comment