Friday, August 19, 2011

დაცემული მწერალი ( დაკარგული მუზა )

მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა თამბაქოს ბოლში გახვეულ ოთახს . 
მწერალი სავარძელში იჯდა და ხელები უკანკალებდა , ძირს კი გამოცლილი ვისკის ბოთლი ეგდო... თეთრი , ცარიელი ფურცლები  ყველგან მიმოეფანტათ , 
დროდადრო მწერალს წამებული ოხვრა აღმოხდებოდა . ეს იყო შინაგანი წამება , რომელსაც მოეცვა კაცი_ ერთ დროს წარმატებული ადამიანი , მისი ყველა ნაწარმოები ცნობილი იყო და ხალხში აღტაცებას იწვევდა , მასაც უყვარდა , როგორც ბევრს , ისიც იტანჯებოდა , მთელი სიცოცხლე მის გამო ... მაგრამ მაშინ ხომ ხედავდა და შეეძლო მისთვის დაეწერა ყველაფერი  ასეც იქცეოდა ... ყველა ნაწარმოების ქვემოთ იმ ქალის სახელი ჩნდებოდა ^^ 
 მწერალისთვის პატარა ნუგეშს ის წარმოადგენდა რომ შეეძლო მისი სიყავრულის ყურება , მართალია სხვა კაცთან ,მაგრამ მაინც ტკბებოდა იმით რომ ის არსებობდა , დააბიჯებდა ... სუნთქავდა 
ახლა კი ..
ის აღარ დადის 
მისი გულის ცემა აღარ ისმის 
... წავიდა 
მწერლის მუზა წავიდა , დატოვა მარტო , უსაზღვროდ დიდ სივრცეში ... უნუგეშოდ
ისიც იჯდა დღედაღამ ოთახში რომ ბოლო სიტყვები ამოეტვიფრა , მიწის მაგივრად ის სიტყვებით გააცილებდა თავისი სულის ნაწილს 
მაგრამ თითქოს რაღაც შეიცვალა , 
კალამი არ ემორჩილებოდა 
გონება სადღაც სხვაგან დაძრწოდა
მანაც დატოვა
მის გვერდით მხოლოდ ალკოჰოლი და თამბაქო დარჩა !! 
დარჩა მთვარის შუქით განათებულ ოთახში ,ცარიელი ვისკის ბოთლით და ცოცხალი გვამით 
მწერალი მუხლებზე დაეცა 
აკანკალებული ხელი გულზე დაიდო და წარმოთქვა ” ჩემთვის არ ყოფილა ეს ყველაფერი , წაიღე სული რომელიც მაბადია ! ” 
მთვარის შუქით განათებულ ოთახში თამბაქოს კვამლს ადამიანის სული შეერწყა და სარკმლიდან დატოვეს ახლა უკვე ნამდვილი გვამი 



No comments:

Post a Comment