Wednesday, June 1, 2011

სულ ერთნი

                                                       Chapter 3  
სკოლაშიც უაზრო დღე იყო . უღიმღამო,არაფრით გამორჩეული.თათას გიომ დაურეკა და სკოლის მერე თათა მასთან წავიდა..სანდრო არც რეკავდა,არც მესიჯი გამოუგზავნია,,მე ნელა ჩავუყევი ქუჩას.ციოდა,საშინლად ციოდა,თუმცა სხეულის სიცივე არაფერი იყო სულის სიცივესთან შედარებით. გავიგონე რომ ვიღაც მეძახდა. გავიხედე და სანდრო დავინახე,თუმცა არც გავჩერებულვარ,არც სვლა შემინელიებია.დამეწია.


-როგორ ხარ ?_ხელი მომხვია
-კარგად_ვუთხარი და გავიწიე
-რა გჭირს ? 
ესეც კი საკმარისი იყო ჩემთვის რომ მეყვირა . მეყვირა საზიზღრად ! უფრო მეტიც გამერტყა მისთვის !
-მე რა მჭირს ?! მე არაფერი ! შენ რა გჭირს ? არც მოგილოცავს ,ერთი კვირაა არ დაგირეკავს !! და კიდევ მე რა მჭიირს ?!
უბრალოდ იდგა და მიყურებდა , მერე გაეცინა და წავიდა,ისე რომ არაფერი უთქვამს ! გაეცინა ,უაზროდ გაეცინა .. ვერ ვიჯერებდი ..რა მოუვიდა...



  -შესანიშნავი სიყვარულის დღე იყო .. 15 აპრილი _ სანდრომ მიმატოვა
-რას აპირებ ? _მკითხა თათამ , თან სიგარეტს მოუკიდა და მაგიდაზე ჩამოჯდა 
-აზრზე არა ვარ .. ალბათ დაბრუნდება
-ჰო უყვარხარ ?! 
-როგორც თვითონ ამბობდა კი ..
-არ შეუძლია , რომ ეგრე წავიდეს _ თათამ თავი გააქნია- უბრალოდ არ შეუძლია
-რა ან ვინ დააკავებს ?
-თუ თავმოყვარეობა აქვს ...
აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა.სახლში წავედი . ნაუშნიკები მეკეტა და თავჩახრილი მივდიოდი, ვიღაც დამეტაკა,მთელი ძალით . ავხედე და სანდრო იყო,მაგრამ არა მარტო _ ვიღაც გოგოსთან ერთად .. საშინლად აილეწა,რომ დამინახა.
-რა იყო ? _ირონიულად ვკითხე მე
ხმა ვერ ამოიღო.ხან მე შემომხედავდა ხან იმ გოგოს.მშვიდად ვუყურებდი,მაგრამ მინდოდა მეტირა,მეტირა დაუსრულებლად..არავის გავეჩერებინე,მინდოდა მეყვირა .. დაუსრულებლად
-რა იყო ? _გავუმეორე
-ფრთხილად იარე_მითხრა და იმ გოგოს ხელი მოკიდა
-მე ვიარო ფრთხილად ?! _ვიყვირე და თავიც ვეღარ შევიკავე ... ავტირდი ... 
გაოცებულმა შემომხედა არაფერი აღარ მითქვამს , წამოვედი ,ვტიროდი ... ახლაც უკვე შემეძლო მეტირა,მეკივლა.მაინც არავინ შეეცდებოდა ჩემს გაჩუმებას.ვიღაც ჩამეხუტა მთელი ძალით , წინააღმდეგობა არც გამოწევია,ალბათ მივხვდი ვინც იყო.ვიცოდი რომ შეცდომას ვუშვებდი,მაგრამ თუმნდაც ეს შეცდომა მთელი სიცოცხლე მენანა ... არ შემეძლო მისთვის წინააღმდეგობა გამეწია ... მერე ფრთხილად მაკოცა თმაზე,შუბლზე და ტუჩებზე.არ შემეძლო ამ წამების დავიწყება..არც მინანია..მისი სუნი კიდევ ერთხელ ვიგრძენი..
-არც იტირებ არც იკივლებ ... _მითხრა ჩუმად
მე გავიცინე თუმცა არ ვიცი რატომ 
-სად დაიკარგე ? _ვკითხე ვითომ სხვათაშორის
-მიმი..
-რა იყო ?
-ის გოგო არავინ არ იყო ... მართლა ..
-დაგიჯერე, მე მივდიოდი ხელჩაკიდებული მასთან ერთად ? 
-გაჩერდი !_მიყვირა
-გავჩერდე ? _ ვიყვირე მეც- მე გავჩერდე ?
-ჰო შენ !
-არ გრცხვენია ?! წადი ! წადი წაეთრიე !
-მიმი
-ვერ გაიგონე ? წაეთრიე ! აღარ არსებობს ! წადი და იმ გოგოს ჩაეხუტე ! წადი იმას აკოცე !
შემომხედა ... მერე ჩუმად მითხრა : 
-არ ინანებ ? მე ხომ მიყვარხარ ...
-გიყვარვარ_გავიცინე მე- მე გიყვარვარ და სხვასთან ერთად დადიხარ , ჩემთვის კი არც დაგირეკავს ..
-გასართობია,
-სულ ერთია!!! _ვიყვირე მე-გასართობია თუ სერიოზული ურთიერთობისთვის გყავს .
-გიყვარვარ ? _უცნაურად მკითხა
-შენთვის სულ ერთი არ არის ? _ ვკითხე მეც
-შენ არ ხარ ჩემთვის სულ ერთი,არც ყოფილხარ
-ჰოო როგორ არა..
-მიმ
-წადი_ვუთხარი და ავტირდი
-არა!
-წადი
ცრემლიანი თვალებით შემომხედა ..
-წავალ მაგრამ იცოდე მიყვარხარ_თქვა და გაბრუნდა
დამთავრდა.. გაქრა... წავიდა .. ვერ ვიჯერებდი,მან მიღალატა..სხვა გოგოსთან,რატომ ?!რისთვის ?!ნელნელა გავუყევი ქუჩას,ერთფეროვან უაზრო დღეებს გავუსწორე თვალი.წარსული იყო ის რაც 2 წამის წინ მოხდა ..ისიც წარსული იყო ..მარტო ვიყავი თუმცა ამის  მიუხედავად არ მეშინოდა ,რადგან ვიცოდი მარტო არავინ მიმატოვებდა_წარსულიც გაქრა და ნოსტალგიური მხოლოდ ბავშვობა დარჩა...
                                                                           Chapter 4 
თათა ნელა მიაბიჯებდა ქუჩაში.
-თათა!_გიო წამოეწია,თმაზე აკოცა და ჩახუტა
თათაც ჩაეხუტა,მერე ნელნელა ესე ჩახუტებულებმა გააგრძელეს გზა
-თათააა ! _ დავუძახე მე,თათა ეგრევე გამობრუნდა და გაჩერდა , გიოც გაჩერდა..
-მიმ...რრა გჭირს ? _გაოცებით მკითხა თათამ
-აუ...არაფერი...
-სანდრო ჰო ? _ეგრევე მიხვდა გიო
თავი დავუქნიე...გიო ეგრევე წავიდა
-სად მიდიხარ ? _ მიაძახა თათამ
-დაგირეკავ , სანდრო უნდა ვნახო !
-სულ გაგიჟდა_თქვა თათამ-მიმ რა გითხრა იმ იდიოტმა,სხვასთან დაინახე ? 
-თათა !! _ვუყვირე მე
-ჰო კაი,კაი მომიყევი_მეც ყველაფერი მოვუყევი.პირდაღებული მისმენდა ბოლოს მოახერხა ეთქვა - იდიოტი !
მთელი დღე გიო არ გამოჩენილა..თათა ისეთ დღეში იყო , ჩემი დასაწყნარებელი გახდა.გიო ტელეფონზე არ პასუხობდა ... ბოლოს კი დარეკა
-გიოო !! სად ხარ ? _ტელეფონს მივარდა თათა
-სანდროსთან ვიყავი
-მერე ... ?
-სულ გამო ***ვდა !!
რა გითხრა,ვინ იყო ის გოგო ?
-ახალი შეყვარებული... ისე რა გინდა მირანდას ხო დაშორდა ?
-მირანდას დროსაც ყავდა _იკივლა თათამ
-ვიცი ჰო ველაპარაკე ..არც მომისმინა
-რა სჭირს ვერ გავიგე
-არვიცი ხვალ სკოლაში ვნახავ
თათამ გათიშა , მერე სავარძელში ჩაეშვა და ჩაეძინა..ჩემთვის არაფერი უთქვამს,თუმცა მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა
  დილით სკოლაში მე და თათა ერთად წავედით,გაკვეთილები ძლივს დამთავრდა . სახლში ვბრუნდებოდით ერთად მე , თათა და გიო ...
-მერე რა , რას ერჩი კარგი ქალია_ამბობდა თათა
-თათა არცერთი მასწავლებელი არ არის კარგი_უთხრა გიომ , მერე კი უცებ ვიღაცას გასძახა
-სანდრო ! _და გაგვშორდა
სანდრომ გამოიხედდა,იმ გოგოსთან ერთად იყო.. გიომ ჩვენ მოგვძხა რომ წავსულიყავით..თათამ ხელი მომკიდა,მაგრამ არ წავყევი,მეტი კი აღარც უცდია
-გიოო ! _გაუცინა სანდრომ
-წამო რა ერთი წუთი _ უთხრა გიომ
სანდროც წამოიწია გიოსკენ,მაგრამ იმ გოგომ ხელი მოკიდა და არ გაუშვა,გიომ ხელი გააშვებინა და სანდროც მას გაყვა
-სანდრო ვინაა ეს გოგო _კითხა გიომ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ის გოგო..
-აუუ ბიჭო ხო ვილაპარაკეთ ?! _თავი გადააქნია სანდრომ
-აზრზე მოდი , რამ გამო*** ბიჭოო !!
-რამეს ვაშავებ ? _გაიცინა
-იცი საერთოდ ვინაა ეგ გოგო ?
-კი , ჩემი ახალი ...
-მაგაზე არ გეკითხები , მირანდა რატო მიატოვე
-მეე ?  მე მივატოვე ? მე არაფერიც_გაბრაზდა სანდრო - შენ რატო იცავ ეე !!
-არ ვიცავ ! მე შენ გელაპარაკები იმ გოგოსთან კი თუნდაც თავმოყვარეობის გამო არ დავიჭერ საქმეს 
-რატო ვითომ ?!
-ყველასთან ეგდო ბიჭო !
-გიოო დაანებე თავი _მივედი მე გიოსთან და ხელი მოივკიდე
-ვაა მიმი !_ ირონიულად გაიცინა სანდრომ 
-ბიჭო !_იყვირა გიომ
-რა გინდა ? _უკვე სანდრომაც იყვირა
-გეყოთ !_ვიყვირე მეც-გიო წამო რა აზრი აქვს !
უკვე თათაც მოგვიახლოვდა,შემდეგ ის გოგო
-სანდრო სულ გააფრინე ?! - უყვირა თათამაც
-რა ხდება ? _იკითხა იმ გოგომაც
-საალ არაფერი _ მიუბრუნდა სანდრო
-გოგო ვინმემ დაგპატიჟა ? გადი რაა ზედმეტი ხარ ! _უკივლა თათამ (8-))
სანდროს არაფერი უთქვამს არც შეუხედავს
-აუ აზრი არა აქვს , წამოდით ! _ბოლოს ვთქვი მე
თათა წავიდა , გიოც და სალომეც ..მეც დავაპირე წამოსვლა ... მაგრამ ამ დროს სანდრომ მომკიდა ხელი 
-სალაპარაკო გვაქვს 
-სალაპარაკო ? რაზე?
-ყველაფერზე
-მე კი არაფერი მაქვს სათქმელი
-მისმინე სალომე მარტო გასართობი იყო და მეტი არაფერი .მაშინაც კი როცა მასთან დამინახე...
-ამას რაიმე აზრი აქვს ? შენ სალომესთან ხარ ..
-არ მიყვარს
-მაგრამ მაინც ხარ
-აღარ .. მე შენ მიყვარხარ ...!
-სანდრო !
-კარგი რა ! მიყვარხარ და შენც !
-მაგრამ
-არ უნდა ”მაგრამ”
-მერე სალომე ?
-ერთი მაგისიც
მერე ხელი მომკიდა და ერთად წავედით
                                                   
                                                          
ავტორი : მირანდა(მიმი) ღლონტი

No comments:

Post a Comment