Tuesday, July 19, 2011

საოცნებო მირაჟი (სადაც დროს მე ვაკონტროლებ)

არაფრით გამორჩეული დღე იყო.როგორც ყოველთვის ღამის 2:00 გამოვრთე კომპიუტერი და შევეცადე დამეძინა.ვილოცე , მერე ფიქრი დავიწყე .ერთი საგნიდან მეორეზე გადავდიოდი 
მოულოდნელად სადღაც ტყისპირას გავჩნდი... დავიბენი .. როგორ ?? .. 
მოღრუბლული საღამო იყო ... ჩემდა გასაკვირად არ შემშინებია ( მე ხომ სადღაც , ყველაფრისგან შორს ვიყავი ) აუჩქარებლად გადავადგი ნაბიჯი , ქვეცნობიერი მკარნახობდა რომ პირდაპირ უნდა მევლო.ირგვლივ არსებულ ბუნებას ვათვალიერებდი , აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში ის გარემო .. გარემო რომლების მხოლოდ ფილმებში მენახა ან წიგნებიდან წარმომედგინა(გოთური სტილი) .. გზატკეცილი დავინახე და ახლოს მივედი . ერთ ხეზე დაჟანგული აბრაც შევნიშნე .. ინგლისურად ეწერა Ramstein (ქვემოთ კი გერმანულად) 
გონებაში გადავხარშე : მე ქალაქ რამშტაინში ვიყავი.წამიერად სევდა ვიგრძენი . რა სიჩუმეა ამ ტყეში არადა უდიდესი ტრაგედიის მომსწრე გახდა . ისეთი შეგრძნება მქონდა  
თითქოს დავინახავდი იმ თვითმფრინავს, რომელმაც შეიწირა უამრავი სიცოცხლე . საბედნიეროდ ვერ ვნახე ^^ წუთები გავიდა ,ბურუსი ჩამოწვა და გაისმა ტარიას ხმა sleeping sun _ს მღეროდა.. მე არ შემშინებია , თითქოს ვიცოდი რომ აქ ზედმეტი არ ვიყავი ^^ 
ნელნელა ყველაფერი ისევ ცხადი გახდა, მუსიკაც შეწყდა .ახლაც ტყეში ვიყავი , ოღონდ უფრო ხშირი და მაღალი ხეები იყო . იმდენად მაღალი რომ სინათლე ძლივს აღწევდა , წინა ადგილიდან განსხვავებით მივხვდი სად ვიყავი , ყველაზე ლამაზ ოცნებაში . მე აკრძალულ ტყეში ვიდექი , ახლოს ჰოგვორტსთან , ახლოს ტბასთან სადაც გიგანტური კალმარი ცურავდა :დ , ახლოს ჰაგრიდის სახლთან .აქ სადღაც ხომ სიკვდილის საჩუქრების ერთერთი ნივთი ქვა იყო . მჯეროდა რომ არსებობდა ეს ადგილი .. 

გაღიმებული შევყურებდი ჩემს წინ არსებულ სამყაროს (ბევრისთვის არაფერისმთქმელს)  
როცა საღად აზროვნება დამიბრუნდა საკუთარ თავზე გავბრაზდი , სულელივით ვიდექი აქ როცა შემეძლო გავქცეულიყავი და ჯადოსნური სამყაროს ქვაკუთხედი საიდუმლოებით აღსავსე სკოლა მენახა (თუნდაც შორიდან ) ტყიდან გამოვდიოდი როცა შორიდან მომავალი ორი ბიჭი დავინახე.მაღლები იყვნენ ერთი გამხდარი იყო აჩეჩილი თმა ქონდა და სათვალე ეკეთა , მეორეს კი ღამესავით შავი და გრძელი თმა ქონდა .. ორივეს მოსასხმაები ეცვა რაც უფრო მომიახლოვდნენ შევამჩნიე რომ ჩემი ასაკის იქნებოდნენ 15 _16 წლის .. დანახვისთანავე ორივე ვიცანი და სიხარულით პირზე ხელები ავიფარე , თვალებიც დამისველდა , ჩემს წინ იდგნენ ჯეიმს პოტერი და სირიუს ბლექი .ეს უკანასკნელი ხომ გამორჩეულად მიყვარდა , ჩემი მაწანწალა ^^ მინდოდა მათთვის რამე მეთქვა .. კიდევ უფრო მომიახლოვდნენ ჩემთვის კი არც შემოუხედავთ მე წამოვიყვირე რა 
მაგარიაა ( საშინლად ბანალურად გაიჟღერა )  ისინი კი ჩვეულებრივად აგრძელებდნენ გზას .. ვერ მხედავდნენ , არც ამ შემთხვევაში დავბნეულვარ მივხვდი საფიქრელაში ვიყავი .. შეიძლება ასე უკეთესიცაა წარმოვთქვი ჩემთვის .. უეცრად ორივე გარდაისახა ამჯერად ჩემს წინ იდგნენ ქორბუდა და მაწანწალა . საიდანღაც ყმუილი მოისმა , ყველაფერი აშკარა იყო , რემუსი სავსე მთვარის მოახლოებით იტანჯებოდა . მეგობრებმაც არ დააყოვნეს და გაიქცნენ მისკენ....
ისევ ბურუსიი ...არა .. არა ..არ მინდოდა სხვაგან გადასვლა .. მე ჰოგვორტსი არ მინახია , ციხე კოშკის უნახავათ როგორ ./.... აქ მათთან დარჩენა მსურდა , თუნდაც მთელი ცხოვრება სხვების მოგონებებით მეარსება .... ბურუსში ისევ იგივე მუსიკა ჩამესმა. ..ისევ გაცხადდა , ღამე იყო ამჯერადაც ტყე ოღონდ ერთი განსხვავებით ჰორიზონტზე ქოხი დავინახე ,ქალის კივილმა შეაკრთო ყველაფერი ... ახლაც ასე ნაცნობი გარემო , ეს იყო ბულგარეთი 1492 წელი ,პეტროვების სახლი , იქ შიგნით კი კატერინა იყო , უეცრად ვიღაცამ კარები გააღო ქოხიდან კატერინას მამა გამოვიდა (ჩემსკენ არც მას გამოუხედია) 
ხელში ბავშვი ეჭირა ,ცხენზე შეჯდა და იქაურობას მოშორდა.მან თავისი შვილიშვილი მოტაცა დედას , ჩემი თავი შემძულდა ასეთი უძლური ვიყავი ... ახლაც უბრალო მაყურებელი ამ ყველაფრის .. იმ ადგილიდანაც წავედი , ქვეცნობიერი ისევ მკარნახობდა რა გამეკეთებინა , ბევრი ვიარე და ერთ ხეს მივეყრდენი , მგონი ნაძვი იყო.ერთი საათი გაშტერებული ვიდექი , და აი კატეც მორბოდა, მას მოყვებოდნენ , ვიცოდი ვინც ელაიჯა , ამ უკანასკნელმა გოგონას დაუძახა (დაახლოებით მახსოვდა რაც ) კატეც ერთ ხეს ამოეფარა , გრძელი შავი კაბა ეცვა , ეტყობოდა რომ სუსტად გრძნობდა თავს , თმები ჩამოშლოდა , აჩქარებულად სუნთქვდა ... ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ლამაზი იყო .. მასთან მისვლის და დახმარების სურვილმა შემიპყრო ...
ისევ ნისლი .. და ტარიას ხმა .. ლოგიკით მივხვდი რაც მელოდა და ორი დიდი გრძნობა მომეკიდა : ბედნიერება და ტკივილი .თითქმის სწორი ვიყავი , მაგარმ როცა ბურუსი გაქრა მე ვიდექი ერთ მინდორზე , კაშკაშა მზე ანათებდა (არადა ცოტა ხნის წინ ღამე იყო) 
ირგვლივ სულ ყაყაჩოები იყო (მე კი ყვავილებს ვერ ვიტან :დ) 
დავიხარე და თითებით მის ფურცლებს შევეხე , წინ წავიწიე ... ძირს დაგდებული იარაღი დავინახე , ცრემლებმაც არ დააყოვნეს .... 
ისევე როგორც ფილმებში აქაც ჩაირთო მუსიკა .. საოცრად ნაცნობი , თვალები დავხუჭე და ყაყაჩოებს შორის დავწექი .. მელოდია კი გრძელდებოდა 

I'm standing in your line
I do hope you have the time
I do pick a number to
I do keep a date with you

I'll take advantage while
You hang me out to dry

But, I can't see you every night

Free .... 
მართლაც თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი ... მინდოდა ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩენილიყო ... ჩემს ოცნებაში ... აქ თითქოს დრო იყო გაჩერებული , ქარი სასიამოვნოდ ’უბერავდა’ ...
თვალები გავახილე...ბნელოდა, დამცხა , საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარა გავაღე ,04:22 
წთ. სახეზე ხელები ავიფარე და ყველაფრის დაკონკრეტება დავიწყე , ძილის წინ Rammstein_ის Donaukinder_ს ვუსმენდი , ტარიას კლიპიც გადმოვწერე სადაც ის sleeping sun_ს მღერის ^^ , 
-რატომ აკრძალული ტყე ?? 
-მე ხომ ჰ.პ ძალიან მიყვარს ,გამორჩუელად სირიუსი ^^
-რატომ ბულგარეთი ??
-კატერინა აქდან იყო ; ))
- მერე სად მოვხვდი და რასთან ასოცირდება??
- მინდორზე ყაყაჩოები ნარკოტიკთანაა დაკავშირებული , იმ იარაღით კი კურტმა თავი მოიკლა , იმ მუსიკა კი მისი იყო ... ^^ ძალიან რომ მიყვარს .. ,about a girl’


კიდევ საჭიროა იმის ახსნა თუ რა ხდებოდა ?! ყველაფერი რაც მიყვარდა 
თუმცა ეს სიზმარი (პირველად ვახსენე ეს სიტყვა)
არ იყო ბოლომდე დამთავრებული , მე ხომ ვერ ვნახე თვითმფრინავი , ვერც ჰოგვორტსი , ვერც კატეს დავეხმარე , და ბოლოს იმ მინდორზე ვერც კობეინი დავინახე : ||| 
ეს ყველაფერი კი ალბათ იმის გამო რომ მე პესიმისტი ვარ ... ოცნებების ბოლომდე ახდენის არ მჯერა 
თუმცა არ ვწუწუნობ !! ეს თითქოს რეალობა იყო ... ისე ცხადად მოვინახულე ადგილები ^^ და ბოლოს მე ხომ ასეთი სიზმარი არასდროს მინახია (და იქნებ ვნახო ) 




2 comments:

  1. ჯეიმსი, სირიუსი, ტარია, კურტი..! <3
    არაჩვეულებრივი იყო!
    :)
    ჰოგვორტსის მონაკვეთი ძალიან კარგად გაქვს აღწერილი! : )

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა თთამო ^^
    შენ მერწმუნე იმ უმცირესობაში ხარ ვის აზრსაც სერიოზულად ვაფასებ !!!

    ReplyDelete