მეწერებოდა და ”რაღაც” დავწერე
მთვარიან ღამეს შორს მაღალ შავ კოშკზე
სულები გადმომდგარიყვნენ,
და უყურებდნენ მათი წარსულის ოცნებებს
ყველანი ერთად ჩვენ გვიყურებდნენ
მათ შორის იყვნენ ლეგენდები,მეფეები
ნაბიჭვრები
ყველა
ყველა იმ ქვეყანას წასულნი ..
ისმის ხმა მონატრების
ხმა სინანულის,
ხმა სიყვარულის
ზოგი უბრალოდ ცხოვრობდა,
ზოგი ქვეყანას იპყრობდა
იყვნენ ისეთებიც ლექსებს რომ წერდნენ,
ან ქმნიდნენ მუსიკას
იდგნენ ისინიც თავიანთი უბადრუკ ცხოვრებაში არაფერს რომ აკეთებდნენ
და დაფასებას ითხოვდნენ
ალბათ გავა კიდევ წლები
და ჩვენც შევუერთდებით იმ სულების რიგებს შავ კოშკზე
ყველანი ისევ ერთად ვიდგებით , ახალ ნაძირლებს დავხვდებით
No comments:
Post a Comment