ხოდა გადავწყვიტე ჩვეულებრივი ორშაბათი დღე ამეღწერა ... (საკუთარი ოღონდ)
24:30 გვიანი ღამეა,დედაჩემი ყვირის: წადი დაწექი..თორე ვერ ადგები ხვალ .. მეც გავჩანჩალდები დასაძინებლად. 07:00 ”ბუძილნიკი” რეკავს..ამ დროს იმიტომ დავაყენე რომ 1 საათი მობილეზებვა გავაკეთო..თავს შევუძხო რომ ავდგე .. არადა მძინავს :დ
მერე 08:00 მეხვეწებიან რომ ავდგე (ანუ არც ”ბუძილნიკმა გაჭრა :დ)
ძლივს 08:20 სახლიდან გავრბივარ სწავლა 08:30 მეწყება ; (( ზამთარში 9_ზეა)
პირველი გაკვეთილი ისტორია მაქ როგორც ყოველთვის ვიგვიანებ .. შევალ და ნახევარი კლასი არ არის .. მასწი :რატო დაიგვიანე შვილი ? შენ მაინც არ ცხოვრობ შორს ... მე ბოდიშით ვჯდები ... უკან შევბრუნდები ბავშვებს ვკითხავ გეოგრაფიაზე ან ქიმიაზე ...ეს გაკვეთილიც გადის,დასვენებაზე თუ რამე არ მიწერია იმას ვიწერ..უფრო ხშირად ქიმიას..ზარი ირეკება მეორე მათემატიკაა ..თავიდან ვუსმენ ახსნას მერე გონება გარბის სადღაც :დ ძლიივს ზარიც .. ამ დროს უკვე გარეთ გავდივართ კევის ან ”სემიჩკის’ საყიდლად..და აი მტაჯველი გეოგრაფია იწყება .. მასწი ტვინს ჭამს ნიშანი თუ გაღირსოთო :დბოლოს გამოძახებაზე მიდის საქმე .. მე მირანდასკენ შევბრუნდები .. :დ მოაყოლებს ერთორს და მერე ახსნას ვეღარ ასწრებს.. :დ დასვენებაზე ნატო ქართულს იწერს...ქართულიც მშვიდობით გაივლის (ნუ თუ მარტო ლიტერატურა გვაქ)და აი დადგა ჟამი მეოთხეზე ქიმიის გაკვეთილზე ასვლის : ხ
არ გვიყვარს ქიმია .. აი იულიაც ამოდის...კარებს გვიღებს და შევლაგდებით .. (მე გვერდით ტვინიკოსი მიზის და გეოგრაფიის საკითხებში მჭრის :დ ) უკან ნატო და მირანდა...; ))ეს მოსაწყენი გაკვეთილია ყველა ხმაურობს..მე არ მინდა რომ გამიძახოს... გვაწერიებს ფორმულებს .. ბოლოს გაიგეთ ? ჩვენ: კიიი გავიგეთ :დ
აი ზარია და ისევ გარეთ გავდივართ , სამოქალაქო გვაქ და დაგვიანება მოსულა :დ
ნუ აქ კითხვებზე მე წამოვხტები ხოლმე.. იქ ერთ ორს გამოვეპასუხები (განსაკუთრებით ერთ საუკუნეშიჩარჩენილს :დ) ამ გაკვეთილზე ”სემიჩკებია” სუულ :დ
აი ბოლო გაკვეთილი ხელოვნება..ისიც მეოთხეზე გვიტარდება..ესეც ხმაურით მიდის ,. მე უკან მირანდას და ნატოსკენ ვარ შებრუნებული და ვბაასობთ :დ ბიჭები კლასს გადადგამენ..ყველა თავის სტიქიაშია..ეს მეშვიდე გაკვეთილია და რათქმაუნდა იწელებაა :@
ზარი და აი ნანატრი ხანა ... გოგოები კაფე ”საბაში” მივდივართ (ესე ქვია :დ)იქ სულ ლობიანს ვჭამთ .. ნუ მე ხანდახან არ ვჭამ .. ამ დროს იქ ყოფნა სახალისოა .. ბევრს გააკრიტიკებ ... იჭორავებ და ასე .. მე და მირანდა სახლში მოვდივართ ..უჰ გზაში მაგარი დროა ... თუ ვინმეს კაის დავინახავთ ხო საერთოდ : დ მე პირვლ ჩიხში ვუხვევ ის გზას აგრძელებს (როცა დრო აქ ჩემთანაც მოდის )
ხო დაახლოებით საათ ნახევარი მაქ დრო და მვდივარ ინგლისურზე .. ამ დროს კომპიუტერის ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვჯდები :დ
ინგლისური 15 : 20 გვეწყება.,.სამზე ყველა იქ ვართ..და მერე ერთად ავლაგდებით..ისე ამ დროს ძირს კარგია ყოფნა ბევრს გაჭორავ :დ
16:50 ჩამოვდივართ დაღლილები .. ,მე და სალომეს ერთი გზა გვაქ იმას 5ზე მათემეტიკა აქ მე კი იქეთ ვცხოვრობ .. თან ის რომ გამოდის მე 6_ზე შევდივარ მათემატიკაზე ..
სახლში ისევ ერთი საათი მაქ და კიდევ ვრთავ კომპს .. ისევ მარტო ვარ ...
6_ზე კი თიკოს და ოლიკოს გავუვლი და წავალთ მასწთან .. ადრე მათემატიკაზე სიარული არ მიყვარდა ახლა კი ნელენლა ვეჩვევი .. :დ რვის ნახევარზე ისევ ერთად მოვდივართ სახლში .. მე დაქანცული ვარ არაფრის თავი აღარ მაქ .. ოჯახი უკვე მოსულია სამსახურიდან :დ თუ ხასიათზე ვარ ვმეცადინეობ და გვიან სანამ ნიჭიერი დაიწყება კომპთან ვზივარ თუარადა დროს ვწელავ როგორმე :დ ... უფრო გვიან სკაიპში მანანას და მარიამს ველაპარაკებით : )) მე ფეისბუქზე ვარ ; )) დრო გადის და პირველზე იძულებლი ვარ ძინეთში წავიდე :დ
აი ესაა ჩემი ჩვეულებრივი ორშაბათი დღე : )) დედაააააააა რამდენი ვწერე ///ხელები :შ
კაიაკაი წავედი ; ))
No comments:
Post a Comment