Sunday, May 15, 2011

სულ ერთნი

ეს მოთხრობა არ არის ჩემი დაწერილი,ავტორი გახლავთ ჩემი მეგობარი (ასევე ჩემი კლასელი ) . აქ მე ჩემი გმირი მყავს რომელსაცა თათა ქვია , სხვათაშორის ვგავარ (არა ყველაფერში !) .აქ ასევეა  ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი ანანო .. აღწერილია ამ გოგონების ცხოვრება , პრობლემები ,სიხარული .. ნუ ყველაფერი .. როცა მე პირველად ეს წავიკითხე ( ზუსტად მახსოვს ისტორიის გაკვეთილი იყო ) სიუჟეტმა დამაინტერესა და მაგრად მომხიბლა .. ალბათ იმის გამო რომ იმ პერსონაჟს ჩემ თავთან ვაიგივებ , იქ მინდა ცხოვრება სადაც ესენი ცხვორობენ .. მერე რა რომ ბევრი პრობლემა არსებობს ...
ვინაიდან ყველას მოგვეწონა, ავტორს დავაძალეთ რომ კიდევ გაეგრძელებია , ჯერჯერობით დასრულებული არ არის, არც  მინდა რომ დამთავრდეს.. ამიტომ გადავწყვიტე ცოტ _ ცოტა თავები აქ დამედო (ავტორის ნებართვაც არის :დ )

                                                 chapter 1


-თათა ! თათა ! _ ბოლო ხმაზე გავკიოდი,რომ თათასთვის გამეგონებინა.გაიგონა და შემობრუნდა 
-მიმი 
-სად ხარ ამდენი ხანი ? რომ გეძახდი არ გესმოდა ?
-ნაუშნიკები მეკეთა
(როგორც ყოველთვის ”ნირვანას” უსმენდა)
-დღეს რას ვაპირებთ ? _მკითხა
-არვიცი სანდრო უნდა ვნახო.
-გიოსთან ერთად იქნება ? _საჩქაროდ მკითხა
-ალბათ ჰო .. 
-ანუ ვნახოთ !!! _გახარებულმა თქვა და თვალები გაუბრწყინდა
სკოლის მერე სანდრომ დამირეკა.მე და თათა ერთად წავედით
-ჰო გიოსთან ერთად იქნება ?_ სასოწარკვეთილმა მკითხა
-ჰო,
თათამ უფრო აუჩქარა ფეხს.სანდრო და გიო ერთად იყვნენ,რაღაცას ლაპარაკობდნენ , როგორც კი მივედით გაჩუმდნენ.
-რა ხდება ?_ვიკითხეთ მე და თათამ 
-გიოს თათასთან ლაპარაკი უნდა_თქვა სანდრომ და ხელი მომკიდა - მიმ ჩვენ წავედიტ.
თათას ფერი წაუვიდა . მე სანდროს გავყევი. თათა და გიო მარტო დავტოვეთ ..
-რა უნდა უთხრას გიომ თათას ? _ვკითხე სანდროს
-გიოს თათა უყვარს
გაკვირვებულმა შევხედე
-მართლა ?
-ჰო მართლა
ერთი საათი ვიარეთ.ხან სად ვიყავით ხან სად . ბოლოს თათამ დამირეკა
-მიმ სად ხარ ?
-სანდროსთან ერთად ვარ ...
-აუ მიმ არ დაიჯერებ !
-ვიცი.ვიცი
-იცი რა ბედნიერი ვარ ?!
-წარმომიდგენია !
-ჩემთან წამო რა


თათას სახლამდე თათამ და გიომ მიგვაცილეს . სახლში შევედით 
-აბა ეხლავე მომიყევი რა გითხრა ! _ ვუთხარი თათას და გვერძე დავიჯინე,
-თავიდან ვერ მითხრა.მიუარ მოუარა .. მერე ძლივს ამოღერღა !
-ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
-ვერც მე  ,თავიდან ვერ ვიჯერებდი ! კინაღამ გავგიჟდი !
-მე ეხლაც არ მჯერა
მთელი საღამო ვიცინოდით გიოზე და სანდროზე
მერე ბავშვობაც გავიხსენეთ.საღამოს თათას ვკითხე :
- თათ წამოხვალ ჩემთან ? 
-დღეს ? 
-ჰო დღეს
-ჩანთას ავირებ მოიცა
                                          chapter 2

ჩვენთან სახლში არავინ იყო,მთელი ღამე მუსიკებს ვუსმენდით.ბოლოს ჩაგვეძინა.
 დილით ტელეფონზე მესიჯი მომივიდა,უცხო ნომრიდან იყო ;
- მიმ როგორ ხარ ? შენი გაცნიბა მინდა.
მე არამეთქი მივწერე და მეგონა ამით ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ არა მერე ყველაფერი სერიოზულში გადავიდა.თავი არ დამანება, მე არ ვწერდი.ვერაფერი გავაგებინე.ერთი კვირა ესე გაგრძელდა.ეს ერთი კვირა სკოლაშიც არ ვყოფილვარ.. შემდეგ წავედი.თათა ბოლო მერხზე იჯდა , მივედი და გვერდით დავუჯექი  . ყურადღება არ მოუქცევია.უბრალოდ იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა
-თათა როგორ ხარ ?
მერე იმ წერტილს თვალი მოაშორა და მე მომაშტერდა
-კარგად !
ამის მეტი ჩემთვის არაფერი უთქვამს.უცნაურად იქცეოდა,არავის იკარებდა.2 დღის მერე გიომ დამირეკა
-მიმ
-ჰო გიო
-თათას ელაპარაკე ?
-რატომ უნდა მელაპარაკა ?
-ამ ბოლო დროს უცნაურად რომ იქცევა შეამჩნიე ?
-ჰო რა ჭირს ? არც მისმენს
-არ იცი ?
-რა უნდა ვიცოდე ??
-თათა ნარკომანია
-რრა ?? შენ საიდან იცი ?
-მე ველაპარაკე რას აღარ ვეცადე , მაგრამ არაფერი არ გამომივიდა.
-არა,არა, თათა მაგას არ იზამდა_ვუყვირე გიოს და გავუთიშე.იმწამსვე თათასთან წავედი,სახლში არ იყო,კარებზე ვაბრახუნე.წამოვედი.გზაში შემხვდა და თითქოს ვერ მიცნო
-თათა !_ვუყვირე მე
ისევ უაზრო თვალებით შემომხედა
-თათა რას აკეთებ ! _ ვუყვირე ისევ და სახეში გავარტყი- აზრზე მოდი !
ტირილი აუვარდა
-არც მე არ ვიცი რას ვაკეთებ ! _იყვირა - არც მე არ ვიცი ...
-თავი დაანებე !
-არ შემიძლია
-შეგიძლია ! თავი დაანებე
მთელი საღამო ვერ დავაწყნარე . ისტერიკული ტირილი აუვარდა.მერე ”ლომკა” დაეწყო.მთელი ღამე ვერ მოისვენა . დილით ცოტა დაწყნარდა
-მიმ_დამიძახა ნამძინარევი ხმით .
-ჰო
-თუ იცი დღეს რა დღეა ?
-აზრზე არა ვარ
-დღეს სიყვარულის დღეა
-...
-გიოს არ დაურეკავს,არც მოულოცავს
-უნდა ელაპარაკო
-ჰო ვიცი ... _თქვა თათამ და ბალიშზე დაებერტყა

ავტორი : მირანდა(მიმი) ღლონტი



No comments:

Post a Comment